Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

DIY: საახალწლო დეკორაციები სახლისთვის

თუ გსურს შენს სახლშიც იგრძნობოდეს საახალწლო განწყობა, me :) გთავაზობთ იდეებს, როგორ შექმნა იგი თავად, თანაც მარტივად და იაფად.

1. მანათობელი ნაძვის ხე

დაგჭირდება:

  • ფორმატის ფურცელი
  • ფერადი ძაფები
  • წებო
  • სანთელი

დაახვიე ფორმატი ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები, ბოლოებში ოდნავ გაჭერი ძაფის დასამაგრებლად და შემოახვიე ძაფი. სიმყარისთვის შეგიძლია ძაფს წებო წაუსვა. მოაცილე ფორმატი და დადგი მაგიდაზე. შეგიძლია, პატარა სანთელი შეუდგა ქვეშ და მანათობელი ნაძვის ხე გექნება.

DIY-Christmas-Decorations-0

2. ელფის ქუდები

დაგჭირდება:

  • მუყაო
  • ფერადი ქსოვილი
  • საკანცელარიო სამაგრი

მუყაოსგან გამოჭერი სამკუთხედები, შემოახვიე სხვადასხვა ფერის ქსოვილი და ელფის ქუდებიც მზადაა :) ქსოვილის დამაგრება საკანცელარიო სამაგრით შეგიძლია.

DIY-Christmas-Crafts-42

3. სადღესასწაულო ტანსაცმელი შენი მაცივრისთვის

დაგჭირდება:

  • მაკრატელი
  • ფერადი ფურცლები
  • წებო
  • და რა თქმა უნდა, მაცივარი

შეგიძლია მაცივარი სხვადასხვა ფერის და ფორმის წებოვანი ქაღალდებით მორთო.

new year fridge

4. სადღესასწაულო მორთულობა კარისთვის

მაცივრის მსგავსად, კარის მორთვაც შეგიძლია, მაგალითად, აი ასე:

DIY-Christmas-Crafts-31

5. კედლის ნაძვის ხე

თუ დიდი ნაძვის ხე გინდოდა, მაგრამ არ გაქვს შეგიძლია, უბრალოდ კედელზე მიახატო, ან დიდი ზომის ფორმატზე ამობეჭდო და გააკრა. შემდეგ ნახატი ნათურებით მორთო ან ისე, როგორც ფოტოზეა. თუ ეს იდეა არ მოგწონს და საერთოდაც, მოგბეზრდა ტრადიციული ნაძვის ხე, ჩვენ ალტერნატიულ იდეებსაც გთავაზობთ.

DIY-Christmas-Crafts-19

6. მხიარული ბოთლები

დაგჭირდება:

  • ცარიელი მინის ბოთლები
  • სხვადასხვა ფერის საღებავი

გაქვს გამოუყენებელი მინის ბოთლები? გაასუფთავე და შეღებე საშობაო ფერებში. ჩაასხი საღებავი და ნელა ატრიალე ისე, რომ საღებავი ყველგან მოხვდეს.

DIY-Christmas-Crafts-5

7. საახალწლო ჟალუზები

ბევრი სათამაშო დაგიგროვდა? შეგიძლია, მარტივი “ჟალუზები” გააკეთო. სულაც არ არის აუცილებელი ერთნაირი სათამაშოები იყოს, საბჭოთა დროის დეკორაციებიც გამოდგება. იყავი ორიგინალური.

DIY-Christmas-Crafts-21

8. გირჩების მძივი

…ან უბრალოდ გირჩების დიდი მძივი გააკეთე ბუხრისთვის.

Pinecone-Garland-1text

ჩვეულებრივი ლენტის ნაცვლად საშობაო ნათურების გამოყენებაც შეიძლება აი, ასე:

pinecones christmas diy

NY:FP

საახალწლო მზადების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ნაძვის ხე და სახლის დეკორაციაა, რაც ადვილი საქმე არაა. ნაძვის ხის მორთვა ყველაზე სასიამოვნო რიტუალი უნდა იყოს მთელი სამზადისის პროცესში. როდესაც საქმე ამ თემას ეხება, უსასრულოდ შემიძლია თვალებგაბრწყინებულმა ვისაუბრო. მართალია, ამ სტატიაში ჩემს გაბრწყინებულ თვალებს ვერ ნახავ, მაგრამ რამოდენიმე ტენდენციას ამოიკითხავ, რომელიც დიახ! ნაძვის ხესაც სჭირდება.

1. ხელნაკეთი დეკორაცია

თუ ის შენი ხელითაა გაკეთებული, უფრო მეტ ხიბლს შესძენს შენს ნაძვის ხეს. დარწმუნებული ვარ, უამრავი მაქმანი, ან ძველი წიგნი გექნება შემონახული. სულაც არ არის საჭირო უამრავი თანხა დახარჯო იმაში, რაც უკვე გაქვს, ცოტა კრეატიულობა და ნაძვის ხის ვინტაჟური ხიბლი ნამდვილად შექმნის განწყობას.

NY.1

2. ბუნებასთან სიახლოვე

დახუჭე თვალები და წარმოიდგინე ნაძვი, მის ბუნებრივ პირობებში: გირჩები, ჩიტები, ფოთოლცვენისას შემორჩენილი მუხის ფოთლები… ახლა დაბრუნდი და ყველაფერი შენს სახლში განახორციელე.

NY.2

3. სეზონის ხმები

კლასიკურს არასოდეს სჭირდება ტენდენცია: ზარები, ზამთრის კენკრა, თეთრი ფიფქები, წითელი ბურთები, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი, კიდევ რა ასოცირდება წლის ამ დროსთან?

NY.3

4. გაფერადდი

თუ ყოველდღიურ ყოფაში თავს უფლებას არ აძლევ, ოთახი ფერადი დეკორაციით გააფორმო, ახალი წელი ნამდვილად შეიძლება გამონაკლისი იყოს. ლურჯი, წითელი, მწვანე, მეტალისებრი ეფექტით, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ყველა ფერი რასაც კი მოისურვებ.

NY.12

5. ინტერიერთან ჰარმონიაში

არ აქვს მნიშვნელობა, შენი სახლი თანამედროვეა თუ ტრადიციული, გადახედე რა ფერებში გაქვს მოწყობილი და ნაძვის ხეც მის შესაბამისად მორთე.

NY.5

6. ზეციური შთაგონება..

მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ბევრი ნათურა და ცოტაოდენი იისფერი მეტი ინტერესისთვის.

NY.6

7. მხოლოდ ნაძვის ხის მორთვით ნუ შემოიფარგლები

ეცადე დღესასწაული ყველგან იგრძნობოდეს. გააფორმე მაგიდა საახალწლო სანთლებით, თაროები – ხელნაკეთი ნაძვის ხეებით ან ცხოველებით, თუნდაც ტოტებით.

NY.7

8. თექის მოსართავები

მათი გაკეთება შენც ძალან ადვილად შეგიძლია. თუ ამის დრო არ გაქვს, შეგიძლია უახლოეს მაღაზიაში შეიძინო.

NY.8

9. გეომეტრიული სიზუსტე

Pink-ის საახალწლო ნომერში მოდურ ტენდენციებზე დავწერე. ერთ-ერთს გაგანდობ: ეს გეომეტრიული ფიგურებია, რომელმაც არა მარტო სამოსში და აქსესუარებში დაიმკვიდრა ადგილი, საახალწლო დეკორშიც დომინირებს.

NY.9

10. თემატური ახალი წელი

რომელია შენი საყვარელი ფრინველი? ან ცხოველი? შეარჩიე გმირი და შეუქმენი პატარა სამყარო.

NY.10

11. Hot Pink

ამ ტენდენციას როგორ გამოვტოვებდით?! ჭეშმარიტი რომანტიკოსებისთვის.

NY.11

თემა ნამდვილად ამოუწურავია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შენი განწყობა, ღიმილი და მოლოდინი იმისა, რასაც სიტყვებით ვერ აღწერ. რაც უნდა გააკეთო და როგორც უნდა მორთო სახლი, იქნება ეს მბზინავი ბურთებით, თუ ფოჩიანი კანფეტებით, მთავარია თავს ბედნიერად გრძნობდე. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

arachveulebriviaaa
#1, 10.01.2015 - 15:05
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.