Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
koba777 blog

სიყვარულისთვის


სჯობს სიყვარულით მე გავნადგურდე

ვიდრე ვიცოცხლო უსიყვარულო,

მისი გულისთვის სიკვდილის მსურველს,

თუნდაც დაფერფლილს უსიხარულოდ

მაინც მექნება განცდა იმის, რომ

სიცოცხლეს ფუჭაარ ჩაუვლია,

რომ ამ ცხოვრებას, ტკივილს თუ ნუგეშს,

ჩემთვის ასე რომ გადაუვლია

ვერ ჩაუქრია მაინც ოცნება,

გაფანტულ წლების ქარში ნატარი,

ისევ გამთბარა გული ლოცვებად,

თუმცა ებრძოდა მუდამ ზამთარი

და გაზაფხულის ლოდინში ასე,

სადღაც, ბუნდოვნად მოსჩანს წარსული,

ამ ხეტიალში, სიცოცხლის გზაზე,

ბევრჯერ სიკვდილის ზღვარზეც გასული

ყველგან ვეძებდი მაინც სიყვარულს,

ჩემს სულს, დაკარგულს ცხოვრების ზღვაშ,

წყვდიადში მავალს ანთებულ სანთლით

მხოლოდი იმედი მახლდა ამ გზაში.

ბოლოს მოვედი ასე დაღლილი,

როგორც ყველა გზა, ეს გზაც დამთავრდა,

თითქოს ახლოა ისევ სიკვდილი,

თითქოს სცენაზეც ეშვება ფარდა.

ან რად ღირს ნეტა ასე სიცოცხლე,

როცა სხეული ცარიელია???

თუ სულს, დაკარგულს, პოულობ სხვაში,

ვისთან ერთობაც არ გიწერია?????.......

კ. ჩ. 2 0 0 . წ .


Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

სჯობს სიყვარულით მე გავნადგურდე

ვიდრე ვიცოცხლო უსიყვარულოდ,...
#1, 04.01.2014 - 17:00
კინაღამ ამიხდა მეგო) რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს ხომ იცი
04.01.2014 - 23:50
 

User
offline
offline koba777
საქართველო, საქართველო, რუსთავი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.