Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog
ნუ განიკითხავ,გამართლება ეძებე მისი
სამყარო შექმნა უფალმა და თვითონ მოითხოვს
სამწყსოს არჩევანს,შეცოდებას,უმანკოებას,
სიბრძნეს,შურსა და სამუდამო ფიქრთა ჰორიზონტს.

ნუ განსჯი,თორემ განისჯები ისევე მკაცრად,
როგორც სიცხეში წამოშლილი ბუზის ბზუილი
სჯობს,სახარების გადაფურცვლით ახადო ფარდა
მონანიებას,თვალებში რომ უდგას ტყუილი.



თუ მოიპარავ,გაქურდული დარჩები თავად
სულის წამწყმედს კი რომც ეძებო ვერსად მიაგნებ,
არც უზნეობა,ლანძღვა,წყევლა მოგიტანს ნამატს
სტომაქივით რომ ამოავსო ცდა მტრის ჯინაზე.

ამპარტავნება ყველა ამათ შეკრებს და გასრესს,
მიისაკუთრებს პირველობის ოქროს სარეცელს,
მერე კვარცხლბეკზე სათნოების დიდებას დალევს
და მლიქვნელობით მიითვისებს სიცრუის სათქმელს.

ნუ შეშფოთდები სხვისი ცოდვის გამგონი ასე
ვინ იცის,იქნებ შენმა ცოდვამ დასვას კოზირი
ახალ თაობას ხელჩაკიდულს ღმერთისკენ წაჰყე,
გადაურჩინე მოკვდავს სული,შურით ცდომილი.

შენზეა ქვეყნის მომავალი,უფლის დიდება
შენ კი სახელად ერი გქვია,ქართველი ხალხი,
მაშ ყველა შენს შვილს უთხარ,ჰქონდეს რწმენა იმხელა
შთამომავლობა გამოჰკვებოს მაცხოვრის მადლით.

თ.დ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

marushk (34)

ნუ განსჯი,თორემ განისჯები ისევე მკაცრად,
#2, 06.01.2014 - 17:55
შეგეწიოს უფალი, ღვთისმშობელი მარიამ,
წმინდა სალოცავები რაც ამქვეყნად არიან.
08.01.2014 - 17:35
xameleon (39)
ნუ განსჯი,თორემ განისჯები ისევე მკაცრად,
როგორც სიცხეში წამოშლილი ბუზის ბზუილი
სჯობს,სახარების გადაფურცვლით ახადო ფარდა
მონანიებას,თვალებში რომ უდგას ტყუილი.....
#1, 06.01.2014 - 15:50
შეგეწიოს უფალი, ღვთისმშობელი მარიამ,
წმინდა სალოცავები რაც ამქვეყნად არიან.
08.01.2014 - 17:35
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.