Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

ქრისტე მოვა წელსაც. მოვა როგორც ყოველთვის, თავის ბაგაში, არა ვილაში, არა საჩინოდ, არამედ როგორც უბრალო ადამიანი.

ღმერთი სიყვარულისა და იმედისა მოვა წელსაც. მოვა და მოგვცემს იმედს, ღიმილს სახეზე და სიხარულს.
ვერ ვიპოვით ქრისტეს არც სავაჭრო ცენტრებში, არც სატელევიზიო შოუებში. მას ვიპოვით ეკელესიაში, და თვით ჩვენს თავში, თუკი ჩვენი რელიგიურობა არ იქნება შესუსტებული, და თუკი ჩვენი რელიგიურობა არ იქნება მოჩვენებითი, თუკი ის იქნება მეგობრული და სუფთა.
ქრისტე მოვა არა როგორც ღმერთი-განმკითხველი და მბრძანებელი, არამედ როგორც მეგობარი და მხსნელი.
ქრისტე მოვა წელსაც. მოვა როგორც ყოველთვის, თავის ბაგაში, არა ვილაში, არა საჩინოდ, არამედ როგორც უბრალო ადამიანი. კვლავ გააკეთებს ამ არჩევანს, რადგან იცის, რომ მოდის არა იმისთვის, რომ „ემსახურონ, არამედ ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“, (მკ.10,45.)
ქრისტე მოვა არა როგორც ღმერთი-განმკითხველი და მბრძანებელი ადამიანთა, არამედ როგორც მეგობარი და მხსნელი. „არ მოვსულვარ რომ განვიკითხო, არამედ რომ ვიხსნა სამყარო“.(ინ.12,47.) მოდის, რომ გაათავისუფლებს ორმაგი მდგომარეობისაგან, დაუცველობისაგან, უსახლკარობისგან და სტერეოტიპებისაგან. მოდის რომ განკურნოს გულით შემუსვრილნი და უქადაგოს ტყვეებს განთავისუფლება და ბრმებს თვალების ახილვა და შეურვებულებს მიტევებით გაშვება. (ლკ.4,18).
ქრისტე მოვა წელსაც, რომ შეარყიოს ჩვენი შემსუბუქებული რელიგიურობა, ფარისევლური მოჩვენებითი წესიერება ჩვენი. არ მოვა ზოგიერთისთვის მხოლოდ, არ მოვა რჩეულებისთვის მხოლოდ, არამედ ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის რომლეთაც არ ყავთ არავინ. ქრისტე მოვიდა მთელი სამყაროსთვის, ყველა ხალხისთვის, ყველა ადამიანისთვის. როგორც ამბობს პავლე მოციქული, ქრისტეს სურვილია „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიწვდეს ჭეშმარიტების შემეცნებას“. (1 ტიმ.2,4;). საუკუნეების წინ ქრისტეს მოსვლამდე, მეფსალმუნე ხაზს უსვამს წინასწარმეტყველურად: „იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას... და კურთხეულ არს სახელი წმიდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ.“ (ფს.71,17,19).
მოდის ქრისტე, და მოაქვს წყალობა ყველას მიმართ. მოდის და ვიდრე გადადგამდეს პირველ ნაბიჯებს ცხოვრებაში, იძულებული ხდება რომ დევნილი იყოს, როგორც ათასობით ადამიანი ჩვენს დღეებში. ბეთლემიდან სადაც დაიბადა, იშვა, დევნილ იქნება ეგვიპტეში, დაბრუნდება ნაზარეთში, სადაც გაიზრდება. ძე კაცისა გაიზრდება იმ სამყაროში, სადაც არა აქვს ადგილი სადაც თავი მიიდრიკოს. ისევე როგორც ჩვენს ეპოქაში გაბატონებულია სიღარიბე, როდესაც არიან მილიონობით დევნილები, მარტო მყოფები, უსახლკარონი, დაუცველები. მოვა მაშასადამე რომ მისცეს სიხარული და იმედი ყველა იმას, „რომლებსაც მისი სახელის მიმართ სასოება ექნებათ“.(მთ.12,21).
მოდის ღმერთი იმედისა და სიხარულისა. საკითხავია როგორ ველოდებით მას. წმინდა გრიგოლ თეოლოგი ჩვენ გვახსენებს დღესასწაულს ქრისტეშობისას, და გვახსენებს რომ არ შეიძლება ადამიანმა სხვის ხარჯზე მოიწყოს ცხოვრება მაშინ როდესაც, სხვა ადამიანებს შიათ და სწყურიათ და საჭიროებენ დახმარებას.
ღმერთი სიყვარულისა და იმედისა მოვა წელსაც. თუ გვინდა მას შევხვდეთ, ნუ ეძებთ მას სადღესასწაულო შოუებში, ჩვენ გველოდება იგი ქუჩებში, დევნილების ბანაკში, დატყვევევბულთა ბანაკებში, უპატრონოთა სახლებში, ქრისტეშობის ლიტურგიაში.
დღე სიხარულისა, იმედისა და გვიახლოვდება!
ქრისტე იშვება ადიდებდეთ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

xameleon (40)
„იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას... და კურთხეულ არს სახელი წმიდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ.“
#2, 06.01.2014 - 19:26
xameleon (40)
„ყველა ადამიანი გადარჩეს და მიწვდეს ჭეშმარიტების შემეცნებას“.
„რომლებსაც მისი სახელის მიმართ სასოება ექნებათ“
#1, 06.01.2014 - 19:24
დღე სიხარულისა, იმედისა და გვიახლოვდება!
ქრისტე იშვება ადიდებდეთ!
06.01.2014 - 19:26
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.