Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

უქმე დღეები ანუ როდის ისვენებ შენ?

ოფიციალური უქმე დღეებია:

ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
ბ) 7 იანვარი – იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული;
გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების – ანუ, ნათლიღების დღე;
დ) 3 მარტი – დედის დღე;
ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ი) 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.

ოფიციალური უქმე დღე ნიშნავს იმას, რომ ისვენებს ყველა! როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უწყება და ფრაზა: “ჩვენზე შრომის კოდექსი არ ვრცელდება და უფროსი როგორც იტყვის, ისე იქნება” – არის უკანონო.

თუ მაინც და მაინც სხვა გამოსავალი არ არის და გიწევს ამ დღეს მუშაობა, დამსაქმებელი ვალდებულია გადაგიხადოს ზეგანაკვეთური შრომის საფასური, რომელიც უნდა ანაზღაურდეს ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. კოდექსი არ აკონკრეტებს რაოდენობას, მაგრამ თუ შენი საათობრივი ანაზღაურება არის 5 ლარი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა იყოს ამ თანხაზე მეტი, მაგრამ რამდენით, კანონი არ აკონკრეტებს და ეს მხარეთა შეთანხმების საგანია.

zzz

მხარეები შეიძლება, ასევე, შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. როგორც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ისე ხელშეკრულების დადების მომენტშიც.

თუ ატყობ, რომ შენი უფროსი “Rex Facit Legem” (“ვინც მართავს, კანონებსაც ის ქმნის”) პრინციპით ხელმძღვანელობს და არ ახსოვს, რომ მონარქია დიდი ხნის წინ ჩავაბარეთ ისტორიას და ქვეყანაში დემოკრატია გვაქვს, სჯობს არ შეეკამათო.

მაგრამ, არ დაღონდე. შენით მოიპოვე იმის დამადასტურებელი დოკუმენტი (ეს შეიძლება იყოს სამსახურიდან გაგზავნილი წერილი, ტურნიკეტიდან “ამონაწერი”, აგრეთვე, ნებისმიერი სახის ტრანზაქციის ამსახველი საბუთი), რომ ოფიციალური დასვენების დღეს სამსახურში იმყოფებოდი, მთელს დღეს მუშაობდი და/ან მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია მუშაობას განაგრძობდა ჩვეულებისამებრ. თუ ერთხელაც მავან მიზეზთა გამო მოგიწია სამსახურის დატოვება, შეძლებ საბოლოო ანგარიშსწორებისას ამ დღეების საზღაურის მოთხოვნასაც. თუ მიიღებ, ხომ კარგი, თუ არა და გახსოვდეს, რომ ყოველთვის შეგიძლია მიმართო სასამართლოს, მით უმეტეს, რომ შრომით დავებთან დაკავშირებით არ გიწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და პირველი ინსტანციის სასამართლოში არც იურისტი გჭირდება.



Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nato-barbaqadze (17)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2014 Face.ge - all rights reserved.