Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
DATO2626 blog

ამპარტავნობა

ამპარტავნობა-ცოდვა, რომელსაც ვერ გაურბის კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე.ქრისტიანული და მუსულმანული რელიგია თანხმდება, რომ ცოდვათა შორის უპირველესია. იგი მოიცავს აერთიანებს სხვა დანარჩენს."წმინდა მამები ამბობენ, რომ თორმეტი ვნება არსებობს და მათ შორის უმთავრესს, ამპარტავნებას, ვინს თავისი ნებით მიიღებს, მისი საშუალებით დანარჩენ თერთმეტსაც თავისთან განუმზადებს ადგილს.(პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან.) ცოდვათა შორის ყველაზე გავრცელებულს: არ კაცი კლა, არ იმრუშო, არ იპარო და სხვებს გაექცევა ადამიანი...აი ამპარტავნობას კი რა მოგახსენოთ. თვით ათი მცნებიდან: მოკალი კაცი?ღმერთისგან ნაბოძები სიცოცხლე წაართვი, "დასაჯე". გააქვს უფლება?-ესე იგი ამპარტავანი ხარ!შეხედე მოყვასის ცოლს სხვანაირი თვალით? რას ნიშნავს? მის ქმარს სჯობიხარ?-ამპარტავანი ხარ! ეცი პატივი მშობლებს.ნაცნობი ფრაზა-"რა გაგიკეთებიათ? განათლება ვერ მომეცით, ბინაც არ მაქვს და ა.შ.-ამპარტავანი ხარ! ფრაზები ყოველდღიური ცხოვრებიდან:"ეს უნდა დადიოდეს მანქანით და მე არა?."აუ, ამას როგორ გაყვა ცოლად"." იმ დებილმა ჩააბარა გამოცდები და მე ვერ ჩავაბარებ?" " რა მოეწონა ამ გოგოში, დაბრმავდა?". ამპარტავნობის გამოვლინებაა თვითკმაყოფილება, ეგოიზმი, უზომო სიამაყე.ამპარტავან ადამიანს "მძიმე შრომად" მიაჩნია ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც " თავის წრეში არ ჯდება". ძნელად გადათქვამს თავის აზრს, მისი სტიქიაა ადამიანის უპატივცემლობა, დაცინვა. ამპარტავნობა "ვარსკვლავური დაავადებაცაა".ეს ეხებათ მსახიობებს, მომღერლებს, სპორტსმენებს. სხვათა შორის დამტკიცებულია, რომ ამპარტავნობის სენი იმ "ვარსკვლავებს" უფრო ემართებათ, ვისი ინტელექტუალური დონე და"ნიჭი" უფრო დაბალია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

marushk (35)
yvelaze didi codvaa romelic mtlianad anadgurebs adamians.
#1, 02.02.2014 - 15:57
ki getanxmebi
02.02.2014 - 16:46
 

User
offline DATO2626
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.