Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

ლექსი

თვალებს რომ ვუყურებ, თვალებს ცრემლიანს,
ჩემს გულში სადღაც წვიმა იწყება,
ფიქრებს რომ ვხედავ ფიქრებს შენისლულს,
სულში დაღლილი გრძნობა მიწყრება.
"სულ დაივიწყე არსება ჩემი,
თან სულ რომ დაგსდევს შენი ფიქრია,
თითქოს გამრიყე სადღაც კუთხეში
და უმოწყალოდ დღენიც მიჰქრიან.
დარდობ და თანაც არ იცი რისთვის,
მეძებ იქ სადაც არასდროს არ ვარ,
რად მიმამსგავსე დახატულ ღიმილს
მე ყალბ სიხარულს არაფრით ვგავარ.
არ ვარ ის ცრემლიც შენ რომ გგონია,
ის ცრემლი მოგწყდა, აორთქლდა მზეზე,
არც ბრაზი არ ვარ, ყელში რომ გიჭერს,
არც სიამაყე, რომ გაზის მხრებზე.
სხეულზე მეძებ უჯრედ-უჯრედ და ნაკვთებს შორის,
სულში ჩახედე, გამოაღე გულის კარები
ნაბიჯ-ნაბიჯით ამოყევი განცდების ბილიკს
შენ რომ მიმაგდე, კუთხეში ვარ არ გემალები.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.