Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

ეს წუთისოფელი ამაოა და სულის გადასარჩენად უნდა იზრუნოს ადამიანმა..


"ყველას აქვს ხანი...ტაძარში მისვლის...მაგრამ,,, ვინ იცის....
დიდხანს გაგრძელდა...უღმერთოდ ყოფნა..ჩემთვის და ვიცი რომ გამიმრავლდა..ცოდვაზე ცოდვა..ყველას აქვს ხანი...როცა სხეული...სულზეა მეტი...მაშინ ვერ ფიქრობ...რომ ლოცვებია..ყველაზე მეტი..
მე გამიგრძელდა,,მაგრამ შემდეგაც...
ვერ ვნახე შვება...
ვერ ვნახე რადგან...არ მასვენებდა ფიქრების წყება..
შემდდეგ კი დღეებს
რომ მიემატა ლოცვაზე ლოცვა...როცა ვატყობდი ვჯობნიდი ეშმაკს...და აღარ იყო სულერთი ლოცვა.
მაშინ გავმხნევდი და შევეცადე...
რომ უკუმეგდო ყოველი ცოდვა...თავდაპირველად დავიწყე იმით,
რომ განმეშორა უაზრო ფიქრი....დავიწყე ფიქრი უფალზე,ღმერთზე..
რომ ყოველ დილას...
რატომღაც ვიბრძვი...
დავიწყე ფიქრი ეკლესიაზე დაცხონებაზე..სიცოცხლესა და მღვდელზე მოძღვარზე...
(მაშინ არ მყავდა)..
ბერ მონაზვნებზე..
აღსარებაზე და
სინანულზე..
ლოცვაზე...
მარხვაზე..
თავშეკავებაზე..
მოყვასის სიყვარულზე
და დღესასწაულებზე
ავადმყოფობებსა და განსაცდელებზე
მოთმინებასა და მორჩილებაზე
მიმტევებლობაზე
სიმდიდრესა და სიგლახაკეზე
ოჯახზე, ქორწინებაზე, ბავშვებზე
ცოდვებსა და სათნოებებზე
მრისხანებაზე და
განკითხვაზე სიცრუესა და თვალთმაქცობაზე
სასოწარკვეთილებაზე და
შურზე ამპარტავნებაზე და ხიბლზე სიმდაბლეზე და მრუშებაზე ვერცხლისმოყვარეობასა და)
გულისთქმებზე ამაოდმეტყველებაზე და მოწყალებაზე...
დავფიქრდი ბევრზე...
ძალიან ბევრზე...
ფიქრით მომმადლა უფალმა
რწმენა...მაშინ.. დავფიქრდი..
მოძღვარზე, მღვდელზე...
უფლისმიერმა რაღაცა ძალამ...
კვლავ მიმიყვანა..ტაძარში.... რადგან...
სულს სასოება წაერთვა... ვგრძნობდი...
გადამრჩენელიც არავინ მყავდა..ჩვენ სულ ყველანი... ვფიქრობთ რომ
ერთხელ...გარდავიცვლებით... და ჩვენც ყველა მოკვდავთა შორის...
ვართ ცოდვილები...არ ვფიქრობთ იმას..
გარდაცვალებას რაც ახლავს შემდეგ...ამ წუთისოფელს ვანიჭებთ უფრო...მნიშვნელობებს და
სიხარულს ვეძებთ,..დათმე მოყვარევ...დათმე ...“ამაო...“
ეს მრუდე გზები.... დათმე ... ილოცე...დადგება ხანი...
ტაძარში მისვლის....
არ შეგეშინდეს...
ჩვენთან არს ღმერთ..დათმე.. ეს გზები
მრუდე..ამაო... დათმე ...დათმე...დათმე...."

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

დათმე ...“ამაო...“
#2, 28.03.2014 - 00:34
marushk (34)
ჩვენთან არს ღმერთ..დათმე.. ეს გზები
მრუდე..ამაო... დათმე ...დათმე...დათმე...
#1, 27.03.2014 - 18:04
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.