Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

როცა რაიმეს კარგს ვამბობ შენზე

როცა რაიმეს კარგს ვამბობ შენზე,
საკუთარ თავსაც, გამოდის, ვიქებ,
რადგან შენს სულში მე ჩემს სულს ვეძებ
და შენს ფიქრებში ვამჩნევ შენს ფიქრებს.

თუმც, შეიძლება, ვირჯები ფუჭად,
მაინც არვისგან არ ვითხოვ შველას,
ჩემი ნაბიჯით მივყვები ქუჩას,
შენი ღიმილით ვუღიმი ყველას.

გზაში ხეები მხვდებიან მწკრივად
და როცა გულში ეშვება მწუხრი,
მე შენი ყველა ტკივილი მტკივა
და თავს საკუთარ ცრემლებსაც ვუხრი.

მე ვიცი ცრემლის გემო და ყადრი,
ჩვენ გავეცანით ერთმანეთს ადრე,
მე მას მარგალიტს არასდროს ვადრი,
რამეს ვადარო, ან როგორ ვკადრებ.

დე, ენთოს შენთვის სულ მზე და სულ მზე,
გული საგულეს მივიდეს გულთან,
ზეცას ხომ შენი თვალებით ვუმზერ,
ჰაერსაც შენი ფილტვებით ვსუნთქავ.

ჩემს სიზმრებშიაც შენს სიზმრებს ვხედავ
და იტანჯება სული და ხორცი,
ხანდახან ჩუმად ლექსებსაც ვბედავ
და ფურცლებს შენი ტუჩებით ვკოცნი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.