Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

მამის უმუშევრობა შვილის თვითშეფასებაზე მოქმედებს

მამაკაცებს კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი გაუჩნდათ, რომ მეტი იზრუნონ პროფესიული რეალიზაციისთვის. თურმე, ოჯახის უფროსის უმუშევრობა და სხვებზე დამოკიდებულება მკვეთრად აქვეითებს ბავშვის თვითშეფასებას და მის შანსებს, მომავალში წარმატებას მიაღწიოს. უმუშევარი მამების შვილებს აქვთ დიდი შანსი, გაიზარდნონ მერყევი, უინიაციატივო ადამიანები, არა,ყარი ფსიქიკით. ეს თვისებები მათ იმის გამო განუვითარდებათ, რომ არ ჰყავთ მისაბაძი მაგალითი, რომელიც, იდეალურ ვარიანტში, მამა უნდა იყოს.
ზრდის პროცესში ბავშვებისთვის აუცილებელია ხედავდნენ მამას, რომელსაც აქვს დიდი პასუხისმგებლობა, ზრუნავს ოჯახზე, დადის სამსახურში, რომ ბავშვებს სტაბილური ცხოვრება მოუწყოს. ასეთ შემთხვევაში ბავშვებს ადრეული ასაკიდან უყალიბდებათ ქცევის ანალოგიური მოდელი.
ჯანდაცვის სფეროს წამყვანი სპეციალისტები ურჩევენ მამებს, მეტად იზრუნონ საკუთარ რეალიზაციაზე, სახელმწიფოებს კი – კიდევ უფრო მეტი მონდომებით დაკავდნენ უმუშევრობის პრობლემებით, რადგან მას სხვა, არც ისე მსუბუქი პრობლემებიც მოსდევს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

xameleon (40)
ნამდვილად მასეა, მაგრამ რატომღაც ეს ჩვენს სახელმწიფოში არ ადარდებთ... :((((
#1, 23.07.2014 - 16:15
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.