Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

დააკვირდით, რას ხატავს თქვენი შვილი და გამოიცნობთ მის ხასიათს

ყველა ბავშვს უყვარს ხატვა. ყველაზე მოუსვენარი ბავშვის მშობლებიც კი შვებით ამოისუნთქებენ, როცა პატარა ცელქები ცოტა ხნით სახატავებს მიუსხდებიან.

საინტერესოა, ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რას გამოხატავენ პატარები თავიანთი შედევრებით? ამ ნახატებს მართლაც ბევრის თქმა შუძლიათ როგორც ბავშვის შინაგან სამყაროზე, ასევე ოჯახისადმი მის დამოკიდებულებაზეც.
ზოგჯერ ბავშვს სიტყვებით არ შეუძლია თავისი სურვილების, შიშებისა და განცდების გადმოცემა, ამიტომ მისი სულის სარკედ ნახატი იქცევა ხოლმე. ფანქარი და ფურცელი ზოგჯერ უკეთ მოგიყვებიან მისი ფარული გრძნობების შესახებ, ვიდრე თავად ბავშვი ან მისი ბაღის მასწავლებელი.

ბავშვები ყოველთვის იმას ხატავენ, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტად აღელვებთ და რითაც გატაცებულნი არიან.
არ ღირს ბავშვის ნახატის გაკრიტიკება. არ უთხრათ, რომ არაფერს არ ჰგავს, ლამაზი არ არის, ან ასეთი რამ არ არსებობს. ხატვის გზით პატარები ისეთ რთულ ემოციებს გადმოგვცემენ, რომლის გაგებაც თავადაც არ შეუძლიათ.
დააკვირდით ნახატის სიუჟეტსა და დეტალებს.

ფსიქოლოგები ყველაზე ხშირად ტესტს საოჯახო ნახატზე ატარებენ. სთხოვეთ ბავშვს, ოჯახი დახატოს, შესაძლოა, იქ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოიკითხოთ.

დააკვირდით, რა ფერებს იყენებს ბავშვი

წითელს დიდი დოზით აქტიური, მოუსვენარი ბავშვები იყენებენ, რაც აგრესიული მიდრეკილებებისკენ მიანიშნებს.

ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი
ტონების სიმრავლე გვატყობინებენ, რომ ბავშვი კმაყოფილი და ბედნიერია, გრძნობს, რომ უყვართ და სჭირდებათ.

ლურჯად ის ბავშვები ხატავენ, რომლებსაც ოჯახის რომელიმე წევრი ენატრებათ.

ცივი ფერების
გამა გამცნობთ, რომ სეიროზული და დაფიქრებული პიროვნება გეზრდებათ. მას ცუღლუტობისკენ მიდრეკილება არ ექნება და შეიძლება ცოტა მორცხვიც იყოს.

შავი ფერის სიჭარბე, წვეტიანი ფიგურებითა და წვრილი შტრიხებით იმ ბავშვებს ახასიათებთ, ვინც გაუბედავი, შეშინებულია და არ არის თავის თავში დარწმუნებული.

ოჯახის ყველაზე საყვერელს წევრს ბავშვები იმავე ფერით ხატავენ, რომლითაც საკუთარ თავს. ოჯახის წევრები მისგან იმ დისტანციით არიან განლაგებულნი, რამდენაც ბავშვი მიიჩნევს მათ ახლობლად. მნიშვნელობა აქვს ფიგურების ზომასაც: თუ უმცროსი დაიკო (ან ძამიკო) ძალიან პატარა დახატა და ისიც ფურცლის კუთხეში, ან საერთოდ დაავიწყდა მისი დახატვა, ესე იგი, მშობლებზე ეჭვიანობს და ფიქრობს, რომ ყურადღებას არ აქცევენ.

თუ ფურცელზე ბევრი მახვილი კუთხე და უცნაური საგანია, შეიძლება ბავშვი აგრესიის ან დაშინების მსხვერპლია, ხოლო თუ ბევრი წვრილმანი დეტალია, მაგალითად, ბურთულები, პეპლები, ყვავილები, ესე იგი ყველაფერი რიგზეა - ბავშვი მშვიდადაა და გაწონასწორებულია.

თუ მშობლები ბავშვს და ოჯახს სათანადო ყურადღებას არ უთმობენ, ბავშვი მათ შორიშორს ხატავს, თუ მთელი ოჯახი ხელჩაკიდებული დახატა, ეს იმის ნიშანია, რომ მეგობრული ოჯახი გაქვთ, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს.

ბიჭები ხშირად ხატავენ ტექნიკას, იარაღსა და აღჭურვილობას. ამის გამო ნერვიულობა არ ღირს - ამით პატარა ვაჟკაცი ახლობლების დაცვის სურვილს ამჟღავნებს. თუმცა თუ სიუჟეტში სისხლი, მკვლელობა და რაიმე სახის აგრესია ჩნდება, ყურადღების მიქცევა ნამდვილად ღირს.

ბავშვი, რომელიც საყვარელ მულტპერსონაჟებს ხატავს, ამყოლი ბუნებისაა. მას იოლად გაუღვიძებთ სხვადასხვა სფეროსადმი ინტერესს, ამიტომ ეცადეთ, მის ცნობისმოყვარეობას საჭირო მიმართულება მისცეთ.

თუ ძალიან დაგაფიქრათ ამ სტატიამ, დასამშვიდებლად გეტყვით, რომ ნახატთან დაკავშირებით ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა საჭირო არაა. შეიძლება ბავშვი უბრალოდ, ცუდ ხასიათზეა ან დაიღალა. მაგრამ თუ შემაშფოთებელი სიუჟეტები სისტემატურად მეორდება, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.