Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

ფანჯრის გაწმენდის 8 მეთოდი საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების გარეშე

ეს მეთოდები განსაკუთრებით იმ ქალბატონებს გამოადგებათ, ვისაც ალერგია აქვს საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებაზე.
1. ძველი და გამოცდილი მეთოდია: 2-3 სუფრის კოვზ ცარცის ან კბილის პასტის ფხვნილს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, დაასველეთ ამ ხსნარში ნაჭერი და გაწმინდეთ მინა. გაშრობის შემდეგ შუშა გაზეთით ან რბილი ქსოვილით გააპრიალეთ.

2. ასევე ცნობილი მეთოდია შუშების წყლისა და ქაფურის სპირტის ნაერთით (10:1-ზე) გაწმენდა. მინის გაშრობის შემდეგ ამ შემთხვევაშიც გააპრიალეთ გაზეთით.

3. კიდევ ერთი მეთოდი "ქიმიის" გარეშე მინების გაწმენდისა არის: თბილი წყლისა და ძმრის (2 სუფრის კოვზ ძმარზე ერთი ლიტრი წყალი) ხსნარი.

4. თუ ფანჯრებს წყლისა და ცოტაოდენი ნავთის ხსნარით (0,5 სუფრის კოვზი ნავთი გახსენით 5 ლიტს წყალში) გაწმენდთ, არა მხოლოდ გააპრიალებთ მინებს, არამედ მწერებსაც დააფრთხობთ.

5. კარტოფილის ფქვილსაც შეუძლია სიბზინვარე მიანიჭოს შუშას. ამისათვის ერთ ლიტრ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი სახამებელი. ამ ხსნარში დასველებული ტილოთი გაწმენდის შემდეგ მინები გაამშრალეთ მშრალი ჩვრით.

6. ძალიან კარგად წმენდს შუშებს ასევე ძველი კაპრონის "კოლგოტები", რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაასველოთ ცივ წყალში. ხოლო გაჭრილი ხახვი ადვილად მოაშორებს ფანჯრებს ბუზებისგან დარჩენილ ლაქებს.

7. ფანჯრის მინები ასევე საოცარ ბზინვარებას იღებს, თუ მას გაწმენდთ სელის ზეთში დასველებული შალის ქსოვილით, ხოლო შემდეგ გადაუსვამთ ბამბის ან კვლავ შალის სუფთა ჩვარს.

8. თუ გსურთ მინიდან მარტივად მოაშოროთ საღებავები, ჩარჩოს და რაფის შეღებვის წინ მინები გაწმინდეთ გაჭრილი ხახვით ან ძმარში დასველებული ჩვრით.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.