Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

20 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დავიჭიროთ საქმე ოცდაათი წლის მამაკაცთან

1. ჩვენ, ოცდაათი წლისანი, არ ვენდობით ადამიანებს, განსაკუთრებით კი, ქალებს. ამიტომაც რთულად ვუშვებთ ჩვენს, უკვე ჩამოყალიბებულ სამყაროში ახალ ადამიანებს.
2. ჩვენ მივეჩვიეთ, თავად მივაღწიოთ ყველაფერს. ამიტომაც ქალისგან პირველი ნაბიჯის გადადგმა გაუმართლებლად მიგვაჩნია.

3. ჩვენ მოძველებული შეხედულებები გვაქვს. ამიტომაც ხშირად მოსაწყენი ტიპები ვართ.

4. ჩვენ ცხოვრების გადაფასების კრიზისში ვიმყოფებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მოსაწყენები ვართ.

5. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რისი მიღება გვსურს. ამიტომაც ქალისგან ძალიან ბევრს ვითხოვთ, იმდენს, რომ ასეთი ქალი, უბრალოდ, არ არსებობს.

6. ჩვენ შორს ვართ ზღაპრული იდეალებისგან. ამიტომაც კარგად ვიცით, რომ დემოკრატია ბედნიერ ურთიერთობაში არ არსებობს. მხოლოდ პატრიარქატს ვაღიარებთ. შეეგუებით?

7. ჩვენ რაციონალურები ვართ, არ გვჯერა სიყვარულის. ამიტომაც არ ჩავდივართ სისულელეებს და არ ვექცევით გრძნობების ტყვეობაში.

8. ჩვენ შესანიშნავად ვერკვევით ადამიანებში. ამიტომაც პირველივე შეხვედრისას შეგვიძლია თქვენი (ქალების) ამოცნობა... ასე რომ, არ ღირს თავის მოჩვენება.

9. ჩვენ ნაწილობრივ ქალთმოძულეები ვართ, ვიცით, როგორ შეგიძლიათ კაცისთვის თავბრუს დახვევა. ამიტომაც გულისკენ მიმავალი გზა საიმედოდ დაცული გვაქვს, ძაააალიან საიმედოდ.

10. კუჭის გავლით გზაც ჩარაზული გვაქვს, ჩვენ შესანიშნავად შეგვიძლია კერძების თავად მომზადება.

11. სექსუალური ურთიერთობაც არ წარმოადგენს ჩვენთვის პრობლემას. 30 წლის განმავლობაში ჩვენ მოვასწარით გაგვემდიდრებინა საკუთარი ცხოვრება იმ ადამიანებით, რომელთაც ჩვენგანაც მხოლოდ ამის მიღება სურთ.

12. სექსი თავისი რთულად მიღწევადობის გამო ჩვენთვის, უბრალოდ, გართობა აღარ არის. მას ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის უმაღლეს ფორმად უფრო აღვიქვამთ. გჭირდებათ ამ საკითხისადმი ასეთი მიდგომა?

13. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიძახით, რომ დროა, გვქონდეს ოჯახი, გვყავდეს შვილები და ასე შემდეგ... რა თქმა უნდა! მაგრამ სინამდვილეში ეს არც ისე ძალიან გვჭირდება. სხვაგვარად, დიდი ხნის შექმნილი გვექნებოდა ეს ყველაფერი.

14. ჩვენ არ გვაშინებს მარტოობა, ჩვენ მოგვწონს საკუთარ თავთან მარტო ყოფნა. ალბათ, ამიტომაც თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესონი ვართ.

15. ჩვენ შეგვიძლია მთელი უქმეები შინ გავატაროთ. ალბათ, სწორედ ამიტომაც ვერსად გვამჩნევთ.

16. ჩვენ დაგვავიწყდა სინდისი და დანაშაულის გრძნობა. ჩვენზე აღარ მოქმედებს თქვენი ცრემლები, დაპირებები, წყენა, კეკლუცი, თქვენი ვითომ უსუსურობა და გათამაშებული გულუბრყვილობა. ჩვენ ერთი შეხედვით ვამჩნევთ ნებისმიერ მანიპულაციას. ჰო, და მოკლე კაბა არ გიშველით.

17. ფრაზაზე "მამაკაცი ვალდებულია" ირონიულად ვიღიმით. ძალიან კარგად ვიცით, ვისი რა გვმართებს. აი, თქვენი ნამდვილად არაფერი.

18. ფრაზაზე "შენ უგულო ნაძირალა ხარ", მშვიდად გეთანხმებით.

19. თქვენ მიერ ნათქვამ "არაკაცი ხარ!"-ზეც აღარ ვბრაზდებით.

20. ჩვენ სქელი კანით შევიმოსეთ და ყველაფრის ფეხებზე დაკიდება ვისწავლეთ, თვით ცხოვრებისაც კი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.