Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

ტოპ-7 ყველაზე გამაღიზიანებელი შეკითხვა (ქართული რეალობის მარგალიტები)

არსებობს შეკითხვები, რომლებიც არავის გვსიამოვნებს, როცა გვისვამენ, მაგრამ მაინც აქტუალურია და თავს ვერ ვარიდებთ.

განვიხილოთ ტოპ-7 მსგავსი ტიპის შეკითხვა და მათი პასუხები:

1. ხელფასი რამდენი გაქვს? – საშინლად უხერხულია, როცა ამას ნაცნობი გეკითხება ან ახლად გაცნობილი ადამიანი…

რომ ჩავუღრმავდეთ – ეს მას არც არაფერში სჭირდება.

- თუ ამით შენს "კაი ტიპობას" განსაზღვრავს – სამარცხვინოა ასეთ ადამიანთან ურთიერთობაც კი;

- თუ ფულის სესხება უნდა შენგან – უტაქტობაა უცნობი ადამიანისგან და მაინც, თავისუფალი თანხის არსებობა არ არის პირდაპირ კავშირში ხელფასთან, მაღალხელფასიანებს ხარჯიც მაღალი აქვთ…

- თუ რამეს გთავაზობს, ჯერ გააკეთოს შესავალი და შემდგომ დასვას შეკითხვა…

ამ შეკითხვის უხერხულობა მხოლოდ მისი დასმით არ სრულდება:

- ეტყვი, რომ საკმარისად კარგად გიხდიან – ჩაგეძიებიან: მაინც, მაინც?

- ეტყვი, რომ კონფიდენციალურია და გიბრაზდებიან: მე რაღას მიმალავ, ვის უნდა ვუთხრა?!

- ეტყვი დაბალს და ზემოდან გიწყებს ყურებას ან ეცოდები…

- მაღალს ეტყვი და რამდენიმე დღეში გირეკავს, ფული მასესხეო.

მოკლედ, დიპლომატიური ხსნა არ არსებობს და მინიმუმ, მცირე უხერხულობა გარდაუვალია…

2. როდის თხოვდები/ცოლი როდის მოგყავს? – კიდევ ერთი მარაზმი. ვინ დააწესა ასაკი, რომლის იქითაც გენთება წითელი "ალარმი" და სასწრაფოდ უნდა დაქორწინდე? მინდა, 23 წლის ასაკში მოვიყვან და მინდა – 40-ის.

პირად ცხოვრებას იმიტომ ჰქვია პირადი, რომ მასში ცხვირი არ ჩაყონ ნათესავებმა და მეზობლებმა.

თუ დაქორწინდი, ტყუილად ნუ გეგონება, რომ დაგასვენებენ, ახლა დაიწყება სხვა ფორმატის შეკითხვები:

- ბავშვი არ გინდა? როდის აპირებ?

თქვე დალოცვილებო, იქნებ საერთოდ არ შემიძლია ბავშვის ყოლა ან ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს მისი/მათი შენახვის, რატომ არ ფიქრობთ ასეთ ელემენტარულ ნიუანსებზე?

ბავშვის გაჩენის შემდეგად არ მთავრდება მარაზმი:

- მეორე? მესამე? კიდევ არ აპირებ, პატარას და და ძმა გაუკეთო/გაუჩინო?

3. გაიგეს, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში სიახლეა, დაიწყება მორიგი შეკითხვების ბუმი:

- სად მუშაობს?

- კარგი ოჯახის შვილია? შეძლებულია?

- ლამაზია?

- რა აქვს დამთავრებული?

აი, რა თქვენი საქმეა ან მისი სილამაზე (მე ხომ მომწონს), მისი ოჯახი და შემოსავალი? ძალიან გამაღიზიანებელია შეფასების ეს კრიტერიუმები და "კეთილისმსურველების" შემოსევაც.

ანალოგიურად გვაწუხებენ ყოფილ ცოლზე/ქმარზე შეკითხვებით:

- როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ბავშვებს ნახულობს? რამეს აძლევს?

4. ისევ პირადი ცხოვრება, აწ უკვე დახმარების მცდელობა… შეგისრულდა 26 წელი, გაქვს ნორმალური ვიზუალი, სამსახური… და მომენტალურად იწყება "მაჭანკალი" ახლობლების შემოსევა.
რა კარგი გოგოა/ბიჭია, რატომ არ მოგწონს? გეუბნებიან მართლაც კარგი ვიზუალის კოლეგაზე, მეგობარზე, ნაცნობზე… და შენც გიწევს თავის მართლება, რომ განა არ მოგწონს, უბრალოდ, მეგობარია და ა.შ.

გარშემო უამრავი კარგი გარეგნობის ადამიანია, როგორ შეიძლება ყველა ერთად მოგწონდეს? ან რატომ არის გარეგნობა გადამწყვეტი, ან რატომ არ ითვალისწინებენ ადამიანების გემოვნებას? მოკლედ…

5. ბრუნდებით სახლში გვიან, განსაკუთრებით, გოგონებს ეხება…

- სად იყავი აქამდე?

- გავიგე, გუშინ გვიან მისულხარ სახლში, სად იყავი?

და როცა ამ კითხვებს გისვამს მეზობელი, შორეული ნათესავი, ოჯახში სტუმრად მოსული ადამიანი და სხვა…

უკაცრავად და, რა თქვენი საქმეა? :)

6."სხვა"? - საინტერესო ფენომენია, მიგანიშნებს იმაზე, რომ სასაუბრო თემა სხვა არაფერი გაქვთ და უბრალოდ, დროს წელავთ…

შესაბამისად, "სხვა" აგრძელებს არაფრისმომცემ დიალოგს, როცა შეგიძლია, უბრალოდ, დაემშვიდობო და წახვიდე…

"სხვას" სახესხვაობებია: სხვა რას შვრები, კიდევ რა არის ახალი, მოყევი კიდევ რამე და ა.შ.

7. 100 ლარი ხომ არ გაქვს, ხელფასამდე რომ მასესხო? – როცა გირეკავს ადამიანი, ჯერ რის ვაი-ვაგლახით გახსენებს თავს, რომ ოდესღაც ერთად სწავლობდით ან ტრენინგი გაიარეთ, ან ერთად სვამდით ერთ-ერთ დაბადების დღეზე, მერე "ძმურად" გისაყვედურებს, "სად დაიკარგეო" და გთხოვს ფულის სესხებას…

განსაკუთრებით, როცა სამი და მეტი უარის შემდეგ ისტერიკულად ისევ და ისევ გირეკავს ყოველ თვე და ვერ ხვდება, რომ მასზე გაცილებით ახლობელი ადამიანებიც შეიძლება გყავდეს, რომლებსაც ასევე შეიძლება სჭირდებოდეთ თქვენი დახმარება და ნახევრად უცნობებისთვის, ბუნებრივია, არ გეცალოს…

თუ 20 ლარის სესხებას გთხოვენ, ეს კიდევ უარესი, იმდენად მცირე თანხაა, რომ ვერ ეუბნები, არ მაქვსო და კიდევ ერთხელ იმდენად მცირე თანხაა – ვეღარ ეუბნები, დამიბრუნეო. შესაბამისად, გიწევს ან "კათარზისობა", ან უტაქტობა… უტაქტო ადამიანთან ისევ უტაქტობა სჯობს, ჩემი მოკრძალებული აზრით…

დანარჩენები, რაც გამომრჩა და რაც ასევე გვაწუხებს, თქვენთვის მომინდვია, ძვირფასო მკითხველო, კომენტარებში ასახეთ… :)

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

baller (24)
samagierod 20 larad sheidzleba abezari mevale moishoro ... :D ramdenjerme specialurad vasesxe cota tanxa isets vinc ar daabrunebda da yvelastan meore txovnaze pasuxi iyo tamami uari, radgan wina vali fexebze daikides... namdvilad girda "20 lari" mati moshoreba
#1, 31.07.2014 - 16:37
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.