Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

მხედველობა და კვება

თვალს, ისევე როგორც ყველა სხვა ორგანოს, მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. არსებობს პროდუქტები, რომლებიც დადებითად მოქმედებს მხედველობაზე. მათი ნუსხა საკმაოდ ვრცელია, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება შავ მოცხარს.

შავი მოცხარი
დიდი ხანია ცნობილია, რომ შავი მოცხარი საგრძნობლად აუმჯობესებს ღამის მხედველობას, ზრდის მხედველობის სიმახვილეს და მხედველობის ველს, ამცირებს თვალების გადაღლას. ექსპერიმენტულად არის დამტკიცებული, რომ ის ერთიათად აჩქარებს ბადურაში მიმდინარე აღდგენით პროცესებს.


ვიტამინები
მხედველობადაქვეითებულებმა რაც შეიძლება მეტი უნდა მიირთვან წითელი და ნარინჯისფერი ხილი, კენკრა და ბოსტნეული. ამ ფერის საკვები აუმჯობესებს თვალის სისხლმომარაგებას. C, A, E ვიტამინებისა და თუთიის შემცველი პროდუქტები ხანდაზმულებს თავიდან აცილებს ბადურას ასაკობრივი დისტროფიით გამოწვეულ დაავადებას და მის თანმხლებ მხედველობის დაქვეითებას. ყველაზე ხელმისაწვდომი და იმავდროულად A ვიტამინით მდიდარი პროდუქტია სტაფილო, რომელიც კვებავს და ამაგრებს თვალს. ყველა ხანდაზმულმა წელიწადში ერთხელ, 1 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად უნდა სვას 1 ჭიქა ახალგამოწურული სტაფილოს წვენი. A ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს პამიდორი, ღვიძლი, წიწიბურა, წიწაკა, ხენდრო, მარწყვი, ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გარგარი, ნესვი; ვიტამინების უხვი შემცველობის გამო თვალის დიეტაში საპატიო ადგილი უკავია ყვავილოვან კომბოსტოს, მწვანე წიწაკას, ისპანახს, მჟაუნას, მწვანე ხახვს, კამას, სალათს, ახალ მწვანე ბარდას, წითელ მოცხარს, მარწყვს, თხილს, არაქისს, გოგრას, ასკილს, კუნელს, სიმინდსა და ბრინჯს.

თევზი - თვალების საყვარელი საკვები
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ზღვის ნობათი, განსაკუთრებით - ცხიმიანი თევზი, თვალების საყვარელი საკვებია. მას უნარი შესწევს, თავიდან აგვაცილოს ყველაზე გავრცელებული მიზეზებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება. კვირაში 2-ჯერ თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების მიღება 40%-ით ამცირებს მაკულის დისტროფიით გამოწვეულ მხედველობის დაქვეითებას. თევზეული, გარდა ცხიმოვანი მჟავებისა, D ვიტამინის უხვი შემცველობის გამოც არის სასარგებლო. თევზეულის გარდა ამ ვიტამინს დიდი ოდენობით შეიცავს ნაღების კარაქი, კვერცხის გული. ასე რომ, ნუ იტყვით მათზე უარს - კვირაში ორჯერ მაინც მიირთვით. ახლომხედველთა რაციონი განსაკურებით მდიდარი უნდა იყოს ვირთევზას ღვიძლით.

ბოსტნეულის წვენი
განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის წვენი - ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის აღდგენას და ამაგრებს თვალის სისხლძარღვებს. კარგი იქნება, თუ პატარებს წვნიან კერძს ყოველთვის ოხრახუშმოყრილს აჭმევთ. თვალებს ძალიან უხდება ჭარხლის წვენიც. მახვილ მხედველობას შეგვინარჩუნებს წითელი ღვინო. საქმე ის არის, რომ ყურძნის კანი, რომელიც ხარისხიანი ღვინის ძირითადი ნედლეულია, შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას - რესვერატროლს. ის ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. მეცნიერთა დასკვნით, ეს ნივთიერება საგრძნობლად ამცირებს მხედველობის დაქვეითების ალბათობას, განსაკუთრებით - ხანდაზმულ ასაკში. ზაფრანა ასევე უწყობს ხელს მხ­ედველობის შენარჩუნებას. ის აძ­ლიერებს თვალის უჯრედების და­ცვით ფუნქციას და ხელს უშლის თვალის კუნთების ატროფიას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზაფრანას შემადგენლობაში შემავალ აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის - პროტეინებს, აქვთ თვალის უჯრედების გამაახალგაზრდავებელი უნიკალური თვისება.




Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.