Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

ვაშლის ქერქში არსებული ურსოლის მჟავა ცხიმებს წვავს


ამერიკელ მკვლევართა მიერ მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ვაშლის ქერქში არსებული ურსოლის მჟავა ზრდის კუნთების ძალას და ხელს უწყობს ცხიმის წვას. ექსპერიმენტის დროს ცხოველებს კვებავდნენ ცხიმიანი საკვებით და პარალელურად აძლევდნენ ურსოლის მჟავას. მჟავა აძლიერებდა ცხიმის წვას, რითაც ამცირებდა სიმსუქნის, წინარედიაბეტური მდგომარეობისა და ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების განვითარების რისკს. მეცნიერთა თქმით, აღნიშნული ნაერთი ეფექტური იქნება ადამიანებისთვისაც. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს თეთრ და ყავისფერ ცხიმს. პირველი ქმნის ენერგეტიკულ მარაგს, ხოლო მეორე წვავს მას სითბოს გამოსამუშავებლად. ყავისფერი ცხიმი განსაკუთრებით ბევრია პატარა ბავშვების ორგანიზმში. ზრდასთან ერთად მისი რაოდენობა მცირდება. ურსოლის მჟავა სწორედ ყავისფერი ცხიმისა და კუნთოვანი მასის მატებას უწყობს ხელს. კუნთები კალორიების წვის მძლავრი ელემენტია. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ექსპერიმენტში მეტაბოლური დარღვევის მქონე ცხოველური მოდელი გამოიყენეს. ექსპერიმენტის დროს დადასტურდა მჟავას ზემოქმედებით ჩონჩხის კუნთებისა და ყავისფერი ცხიმის მუშაობის მაჩვენებლის მატება. როგორც ირკვევა, მჟავა სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.