Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
shekvarebuli77 blog
აცმა უთხრა:
- მე ბევრი ქალები მომწონს. არ შემიძლია მხოლოდ ერთთან ვიყო. -
ქალმა საპასუხოდ გაუღიმა...
კაცმა უთხრა:
- მე ჩემთვის ვარ... თავისუფალი და არავის წინაშე ვალდებული...
ქალმა სიგარეტს გაუკიდა და თვალები დახარა...
კაცმა უთხრა:
- მე მომწონს ქალები, რომლებიც მიგებენ და აფასებენ ჩემს თავისუფლებას და არ ვაპირებ არაფრის შეცვლას...
ქალმა უგემურად გაიღიმა და კვამლი გამოუშვა...
კაცმა უთხრა:
- მოდი კარგი დრო გავატაროთ, მე შენ მომწონხარ...
ქალმა სიგარეტი ჩააქრო და თვალებში შეხედა...
კაცი მიხვდა, რომ არც ქალი იყო უარზე...
კაცმა ჰკითხა: - ალბად ბევრი კაცები გყავდა.. ქალი ჩაეხუტა და ძლიერად მიეკრო. კაცმა ჰკითხა:
- ჩემთან კარგად გრძნობ თავს?
ქალმა თვალები დახუჭა და აკოცა...
დილით, წასვლისას,
კაცმა უთხრა:
- შენთან კარგი დრო გავატარე, მაგრამ მოდი ეს ყველაფერი ჩვენს შორის დარჩეს...
ქალმა ხელი გაუწოდა და მხრებიდან უხილავი მტვერი გადაფერთხა...
კაცმა უთხრა:
- როგორმე დაგირეკავ...
ქალმა თავი დაუქნია და კარი მოკეტა...
კაცმა იმავე საღამოს დარეკა...
მაგრამ ქალი სახლში არ იყო... მხოლოდ გვიან ღამით დაუკავშირდა მობილურზე და მისვლის უფლება მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მისცა...
კაცი მარტო მაშჲნ მიდიოდა მასთან, როცა ამის უფლებას ქალი აძლევდა... არ უხსნიდა რატომ არ პატიჟებდა ხშირად....
კაცი მალე მიხვდა, რომ მასთან ერთად უნდოდა ყოფნა... ნერვიულობდა, როდესაც არ პასუხობდა ზარებზე... ბრაზდებოდა როცა იგებდა, რომ სხვასთან ერთად დაინახეს...
კაცს უნდოდა, რომ მათი ურთიერთობის შესახებ ყველას ცოდნოდა...
ქალი ამის წინააღმდეგი იყო...
კაცი მივიდა მასთან წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგულით....
ქალმა მიიღო ყვავილები, მაგრამ თხოვა მეტჯერ დაუპატიჟებლად აღარ მისულიყო....
კაცს უნდოდა, რომ იგი მისი ცოლი გამხდარიყო...
მაგრამ ქალმა უთხრა:
- მე ჩემთვის ვარ...
კაცმა სიგარეტს გაუკიდა, ხელები აუკანკალებდა...
ქალმა უთხრა:
- მე თავისუფალი ვარ...
კაცს უცებ შესცივდა...
ქალმა უთხრა:
- მე არავის წინაშე არ ვარ ვალდებული...
კაცს მოეჩვენა, თითქოს გული გაუჩერდა...
ქალმა უთხრა:
- და არ ვაპირებ რაიმე შევცვალო...
ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენ ვხვდებით ცხოვრებაში, ჩვენი სარკეა....

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline shekvarebuli77 (32)
იტალია, Toscana - Firenze, Firenze



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.