Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Spr3aD blog

მე მხოლოდ გზავნილი ვარ

წუხელ შორი გზიდან სახლში ვბრუნდებოდი,
ვაგლახ, ათასგვარი ფიქრით თავს ვერ ვიცავ,
არავინ მელოდა, არსად არ ვჩქარობდი,
ძალზედ დაღლილი და სევდით სავსე ვიყავ...

რაღაც მაწუხებდა, რაღაცას ვდარდობდი...
თითქოს ჩემს ცხოვრებას რაღაც აზრი აკლდა...
ჩემზე მეუფობდა, ვერა ვმძლავრობდი,
იმ შინაგან ხმას, მე რომ თან მახლდა...

ნეტავ, რა უნდოდა?.. ნეტავ, რას ბრაზობდა?..
სანამ მორჩად ვიყავ, ხმასაც არ იღებდა,
ზოგჯერ ჩემი ფიქრი მის აზრებთან ბჭობდა,
ახლაც კარგად მახსოვს, რასაც მარიგებდა:

- მგზავრო, მომისმინე შენი ძმა გზა ვარ,
ფეხქვეშ რომ გეგები აღმართ და დაღმართ,
იქნებ... უსახური მე იმ გზას ვგავარ
ცეცხლოვან შანთებს რომ უმზადებს წარმართ...

იქნებ, მაცდური ვარ ღვთისგან განდგომილი,
თვით არაფრის მქონე სხვასაც ბევრს ვპირდები,
ოცნებებით სავსე ჩემზედ დაყრდნობილი
ვარდის კოკორს ნატრობ, ეკალს ერიდები...

- მგზავრო, არ აჩქარდე, უკან მოიხედე,
იქნებ აღმართს ასცდი, დაღმა ჩაგივლია,
წამით დაფიქრდი და გულში ჩაიხედე,
ნეტავ სად იარე, ანდა რად გივლია?..

საიდან მოდიხარ? ვინა ხარ? რა ხარ?
ჩემი გზის ბილიკებს ასე რად ენდობი?
შენც ალბათ იმ ცოდვილთ მოდგმიდან ჩანხარ,
ღმერთს რომ ვერ ენდობა, მე კი გაგენდობი.

კაცი სტუმარია... მგზავრი წუთისოფლის,
და განკითხვის დღისგან ვერვინ გადარჩება,
ღმერთი მოწყურეა მართალთ დაღვრილ ოფლის,
ბნელში დაპკურულიც ნათელ კვალად რჩება.

მაშ, დაგლოცავ მგზავრო, ბევრს ვერ შეგპირდები,
მე ყველა ძმის სულიერ ღვთისთვის მიმინდვია,
თვალს ნუ აგიჭრელებს ის ფერადი გზები,
წყალში რომ დგანან და ფერფლად რომ იწვიან.

წუხელ შორი გზიდან სახლში ვბრუნდებოდი,
ნეტავ სად ვიყავი, ანდა სად მივდივარ?..
ჩანდა... ძმის სიტყვებში მტკიცედ ვრწმუნდებოდი,
რომ მე ამ ქვეყნისთვის მხოლოდ გზავნილი ვარ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline Spr3aD (30)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.