Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

ისტორია რომლის წაკითხვა არავის არ უნდა დაეზაროს, რადგან კარგი გაკვეთილია ახალგაზრდებისთვის

გუშინ ერთ–ერთ უცხოურ ტელეარხზე(ისლამური ქვეყანა იყო)ვუყურე ერთ ცხოვრებისეულ და ემოციურ ისტორიას და მინდა ეს თქვენც გაგიზიაროთ.
დიდი სახლის ეზოში სკამზე მამა-შვილი ისხდნენ.მამა დაახლოებით 65 წლის იქნებოდა, შვილი კი 30-ის.შვილი გაზეთს კითხულობდა, მამა კი დაფიქრებული იჯდა.
უცებ საიდანღაც ბულბული მოფრინდა და ყვავილებზე დაჯდა.მამამ კითხა შვილს:–შვილო რა არის ეს?
–ბულბულია მამა-უპასუხა ბიჭმა.
ჩიტი ერთი ყვავილიდან მეორე ყვავილზე ხტოდა.ცოტახნის შემდეგ ისევ კითხა მამამ:
–რა არის ეს?
შვილმა ამოიოხრა, გაზეთიდან თავის არ აუწევია, მობეზრებული ხმით უპასუხა:–ბულბულია.
რამდენიმე წუთის შემდეგ გაფრინდა ჩიტი და ახლა გაზონებზე დაჯდა.
–შვილო რა არის ეს?–ისევ კითხა მამამ.ახლა კი უკვე გაბრაზებულმა შვილმა დააგდო სკამზე გაზეთი და უხეშათ უყვირა მამას:–მამა უკვე გული შემიწუხე შენი სულელური კითხვებით, შენ რა არასოდეს არ გინახავს და არ იცი რა ჩიტია?ეს ბულბულია.ბულ-ბუ-ლი.გაიგე?
მამამ არაფერი არ უპასუხა, ადგა და წავიდა სახლში.რამდენიმე წუთის შემდეგ ის დაბრუნდა რვეულით ხელში.ეს იყო დღიური.გადაშალა საჭირო გვერდზე და შვილს უთხრა:–წაიკითხე...ხმამაღლა!
შვილმა წაიკითხა:
"დღეს მე და ჩემი 5 წლის ბიჭუნა ვიჯექით მერხზე ეზოში.უცებ მოფრინდა ბულბული.შვილმა 29-ჯერ მკითხა:რა არის ეს?მე ვეხვეოდი და ვეფერებოდი მას ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც მეკითხებოდა ერთ და იგივეს.მე მსიამოვნებდა ყოველთვის ამეხსნა ჩემი გულუბრვილო პატარა ადამიანისთვის რომ ეს ბულბული იყო".
ამ სტრიქონების წაკითხვისას შვილს თვალები ცრემლებით აევსო, ჩაეხუტა მამას, შუბლზე ეამბორა და ჩურჩულით უთხრა:-მაპატიე მამიკო, საყვარელო.მაპატიე მე სულელს...
მამა კი კვლავ დაფიქრებული უყურებდა ბულბულს, რომელიც ერთი ყვავილიდან მეორეზე ხტოდა.
ამ ისტორიის მორალი შემდეგში მდგომარეობს:ჩვენს დროშიც გვხვდებიან ახალგაზრდები რომლებიც სათანადო პატივს არ მიაგებენ თავიანთ მშობლებს.არ სიამოვნებთ მათი დარიგების მოსმენაც.
რატომ გავიწყდებათ ახალგარდები, რომ მათი წყალობით მოევლინეთ ამ ქვეყანას.ისინი გითევდნენ ღამეს და გაგზარდეს.
ცხოვრება ხომ მარადიული არ არის.მოვა დრო, როცა მათ ადგილას თქვენ აღმოჩნდებით.ნუთუ გსურთ რომ თქვენი შვილებიც ასე მოგექცნენ?კარგად დაფიქრდით ამ ისტორიაზე და გაითვალისწინეთ მომავალში...ნუ გაღიზიანდებით.ეს ხომ ყველას არ ეხება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.