Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

7 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს უყვარხართ

სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის სიტყვა ,,მიყვარხარ“ სულაც არ არის საკმარისი მათი მამაკაცის გრძნობისადმი სანდოობაში. ქალბატონები ბუნებით უფრო ერთგულები არიან, ამიტომაც მათ ნაკლებად სჯერათ ,,მოღალატე“ კაცის სიყვარულის.

ქალები ფიქრობენ, რომ სიყვარულის ბევრად განსხვავებული ახსნა აქვთ, მათი ხედვა არ ემთხვევა მამაკაცისას, მათი სიტყვები გამოირჩევა სხვებისაგან და ა.შ.

სხვა ქალების მსგავსად, თქვენც ხვდებით მამაკაცებს, ამთავრებთ და იწყებთ ახალ ურთიერთობებს, იღებთ გამოცდილებას, თუმცა საბოლოოდ, ყველანი ხვდებით იმ ერთსა და განსაკუთრებულს, რომელსაც ყველა კაცში ეძებდით. სწორედ ამ დროს თქვენ იწყებთ ფიქრს იმაზე, რამდენად მტკიცეა მისი გრძნობა თქვენ მიმართ.

მამაკაცები ამბობენ ,,მიყვარხარ“-ს, თუმცა არც კი იცნობენ ქალს.
მამაკაცები ამბობენ ,,მიყვარხარ“-ს, თუმცა არ იქცევიან შესაბამისად.
მამაკაცები ამბობენ ,,მიყვარხარ“-ს, თუმცა ამბობენ ბევრთან.
მამაკაცები ამბობენ ,,მიყვარხარ“-ს, თუმცა ჰგონიათ, რომ უყვართ.

თუკი გსურთ, ეს ჯადოსნური სიტყვა თვალთმაქცური თქვენი საყვარელი მამაკაცისგან არასოდეს გეგონოთ, მაშინ უნდა იცოდეთ ის 7 ნიშანი, რომელიც კაცის სიყვარულს ცხადყოფს.

1. მამაკაცი, რომელსაც უყვარხართ, შინაგანად არის დამოკიდებული თქვენს გრძნობაზე, საჭიროებებსა და აზროვნებაზე. ის არა მხოლოდ ყურადღებას აქცევს თქვენს დამოკიდებულებას რაიმე საკითხის მიმართ, არამედ ცდილობს, მინიმუმ, გაიგოს განსხვავებული აზრი. ის გექცევათ თბილად, ყურადღებიანად და ასეთივე დამოკიდებულება აქვს თქვენს ახლობელ ადამიანებთან.

2. მამაკაცი, რომელსაც უყვარხართ, არ მოგცემთ საშუალებას, გაატაროს დიდი დრო თქვენ გარეშე. ის მუდამ ცდილობს, გიგულოთ გვერდით, გაატაროს დრო თქვენთან ერთად. თუკი თქვენს სიყვარულს მანძილი აშორებს, ის შეეცდება, დარეკოს ხშირად, მოგაკითხოთ შეძლებისდაგვარად. . .

3. მამაკაცი, რომელსაც უყვარხართ, ცდილობს ყველა საკითხში პრიორიტეტად დაგსახოთ. ის აგვარებს პრობლემებს ისე, რომ თქვენ არ აგიაროთ გვერდი, იცლის მხოლოდ თქვენთვის, როცა მართლა დაკავებულია.

4. მამაკაცი, რომელსაც უყვარხართ, ხარობს თქვენი ბედნიერებით, კარიერული წინსვლით, სწუხს თქვენს პრობლემებზე და ცდილობს, მოაგვაროს ისინი.

5. მამაკაცი, რომელსაც უყვარხართ, არასოდეს იღლება თქვენი შეცნობით. ის მუდამ ცდილობს, მოიპოვოს ყველანაირი ინფორმაცია საყვარელი ქალის შესახებ. შესაბამისად, მან ბევრი რამ იცის თქვენზე.


6. მამაკაცი, რომელსაც უყვარხართ, თითქმის არასოდეს ტეხს პირობებს. ის აკეთებს იმას, რასაც ამბობს. ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.

7. მამაკაცი, რომელსაც უყვარხართ, ყველაფრის გაკეთებას თქვენი კეთილდღეობისთვის, თქვენი გაღიმებული ბაგეებისა და გაბრწყინებული თვალებისთვის ცდილობს. მას სურს, მოგცეთ საუკეთესო და ფიქრობს, რომ თქვენ ნადმვილად იმსახურებთ ამას.

ქცევა ნიშნავს მეტს, ვიდრე სიტყვა, ამიტომაც დააკვირდით, როგორ იქცევა მამაკაცი, რომელიც გიყვართ. თუ მას აქვს მინიმუმ 5 ზემოთ ჩამოთვლილი თვისება, ე.ი. მალე აღმოაჩენთ დარჩენილ ორსაც.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.