Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

TOP სამი ყველაზე ძნელად მოსახიბლი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცებს რომ ჰკითხოთ, ქალების უმრავლესობას ჭირვეული და აბსოლუტურად გაუგებარი ხასიათი აქვთ. თუმცა, არსებობენ ქალები, რომელთა მოხიბვლაც ძალიან უძნელდება ძლიერი სქესის ნებისმიერ წარმომადგენელს და ბევრისთვის ასეთი ქალი მთელი ცხოვრების ოცნებადაც რჩება სამომავლოდ... ასტროლოგიურად სამი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი შეიძლება იყოს ძნელად მოსახელთებელი საკბილო მამაკაცისთვის. წარმოგიდგენთ ამ სამეულს...

ვერძი – მისი მოხიბვლა არათუ ძნელი, აბსოლუტურად შეუძლებელიც კია, თუ მას თავიდანვე არ მოსწონხართ. ქალი ვერძი მამაკაცური ენერგეტიკის დიდი გავლენით იბადება, რის გამოც იგი თავად ირჩევს ყოვლთვის სასურველ პარტნიორს და უფრო მეტიც, იქეთ ცდილობს აქტიურად მის მოხიბვლას. ერთადერთი გზა ამ ქალის ხელში ჩასაგდებად არის აბსოლუტური გულგრილობა თქვენი მხრიდან, ასე იგი თავად დაგიწყებთ უკან დევნას.

კურო
– კურო ქალი დინჯი, საშინლად ჯიუტი და უზომოდ პრაგმატული არსებაა. იგი ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდება პარტნიორის არჩევის საკითხს, რის გამოც მისი გულის მოსაგებად მამაკაცს მარტოოდენ მოკლევადიანი ფლირტი და ბასრი ენა ვერაფერს უშველის. საიმისოდ, რომ ამ ქალს თავი მოაწონოთ ძალზე სერიოზული მიდგომა დაგჭირდებათ მის მიმართ. თუმცა აქაც ორი ვარიანტია, – მას თუ არ მოსწონხართ როგორც ადამიანურად, ისე ფიზიკურად შესაძლოა, ყველა თქვენი მცდელობის მიუხედავად მაინც არ ისურვოს ურთიერთობა. ამასთან ერთად, მის სიჯიუტეს ვერანაირი მეთოდით ვერ გატეხავთ. ნებისყოფა ამ ქალს ბევრ მამაკაცზე უფრო ძლიერი აქვს.

თხის რქა – ის თუ მოგწონთ ფაქტობრივად "თოვლის დედოფალის" ხელში ჩაგდება გაქვთ განზრახული. ქალი თხის რქა ერთი შეხედვით ცივი, მოზომილი და მუდმივად საქმიანი ჩანს. პრინციპში არ უმაგისობაა. მაგრამ საიმისოდ, რომ მამაკაცი მოეწონოს ამ უკანასკნელის ფიზიკური მომხიბვლელობა სულაც არ გახლავთ საკმარისი. გარეგნობაზე მეტად თხის რქა მამაკაცში მენტალობას, წარმომავლობას, სოციალურ სტატუსს და პროფესიულ მიღწევებს აფასებს. მოკლედ, სჭირდება კაცი, რომლითაც იამაყებს ისე, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომით.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

kriss (30)
verafers ityvi. martals amboben!
#1, 18.08.2014 - 16:04
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.