Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

ყველას მთის მწვერვალზე სურს ცხოვრება, ის კი არ იციან, რომ ნამდვილი ბედნიერება ციცაბო კლდეზე ასვლაშია.

ადამიანებს ვეტყოდი, თუ რაოდენ ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ სიყვარულის უნარს მაშინ კარგავენ, როდესაც ბერდებიან, არადა არც იციან, რომ მაშინ ბერდებიან, როდესაც აღარ უყვართ! ბავშვს ფრთებს ვაჩუქებდი, ოღონდ ნებას მივცემდი მარტოს ესწავლა ფრენა. ვისწავლე ის, რომ ყველას მთის მწვერვალზე სურს ცხოვრება, ის კი არ იციან, რომ ნამდვილი ბედნიერება ციცაბო კლდეზე ასვლაშია. ვისწავლე, რომ როცა ახალშობილი პირველად მოუჭერს მამის ხელს თავისი პატარა მუშტს, სამარადისოდ იჭერს მას.

ვისწავლე, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება, ზემოდან უყუროს მეორე ადამიანს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება.
რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში მათი უმრავლესობა არაფერში გამომადგება, რადგანაც, როცა იმ ჩემოდანში შემინახავენ, საუბედუროდ, უკვე მომაკვდავი ვიქნები.
ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ მცოდნოდა, დღეს უკანასკნელად გხედავ, როგორ იძინებ, მაგრად მოგეხვეოდი და უფალს შევევედრებოდი, შენი სულის მფარველად ვექციე.

რომ მცოდნოდა, უკანასკნელად გხედავ, როგორ გადიხარ კარებში, ჩაგეხუტებოდი, გაკოცებდი და… ისევ მოგიხმობდი საკოცნელად.
რომ მცოდნოდა, უკანასკნელად ვისმენ შენს ხმას, ჩავიწერდი თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას, რათა მომესმინა ისევ და ისევ უსასრულობამდე. რომ მცოდნოდა, შენთან ყოფნის უკანასკნელ წუთებს ვითვლი, გეტყოდი `მიყვარხარ’’ და არ ჩავთვლიდი სულელურად, რომ შენ ეს უკვე იცი.
ყოველთვის არსებობს ხვალინდელი დღე და ცხოვრება გვაძლევს სხვადასხვა შესაძლებლობას კარგი საქმეების საკეთებლად, მაგრამ თუკი მე ვცდები და ხვალინდელი დღე ის ყველაფერია, რაც კი დაგვრჩენია, ვისურვებდი, მეთქვა შენთვის, თუ როგორ მიყვარხარ, რომ არასოდეს დაგივიწყებ შენ.
ხვალინდელი დღე შეიძლება ყველას არ გაუთენდეს, ახალგაზრდა იქნება ეს თუ მოხუცი. დღეს შეიძლება უკანასკნელად ხედავდე მათ, ვინც გიყვარს.

სწორედ ამიტომ, მეტს ნუღარ მოიცდი, იმოქმედე დღეს, რადგანაც თუკი ხვალინდელი დღე აღარასოდეს მოვა, ალბათ დაგენანება ის დღე, როდესაც არ გამოყავი დრო ღიმილის, ხვევნისა თუ კოცნისთვის და რომ დაკავებული იყავი ამ ყველაფრის უკანასკნელ სურვილად ქცევის პროცესით.
ახლოს იყოლიე ყველა, ვინც გიყვარს. უთხარი მათ ხმამაღლა, რომ ძალიან გჭირდება ისინი. მოექეცი მათ კარგად. გამონახე დრო ისეთი სიტყვების სათქმელად, როგორებიცაა: `მაპატიე’’, `ვწუხვარ’’, `თუ შეიძლება’’, `მადლობა’’ და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც კი იცი.
შენი ფარული ფიქრებით არავინ გაგიხსენებს. უფალს სთხოვე ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. დაუმტკიცე შენს მეგობრებს, რაოდენ მნიშვნელოვანნი არიან შენთვის.

თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებ დღეს, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც გუშინდელი და თუ არასოდეს გააკეთებ ამ ყველაფერს, არც ამას აქვს მნიშვნელობა. აიხდინე შენი ოცნებები, რადგანაც ახლა სწორედ ამის დროა..


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

xameleon (39)
*GIVE_HEART*
#2, 15.08.2014 - 12:02
marushk (34)
ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება, ზემოდან უყუროს მეორე ადამიანს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება.
#1, 15.08.2014 - 10:41
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.