Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

„მაკიაჟი შინაგან სიმახინჯეს ვერ დამალავს – ოდრი ჰეპბერნი

მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მჯერა,რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როცა ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მე მჯერა სასწაულების.
მაკიაჟს შეუძლია დაგვეხმაროს, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ იგი შინაგან სიმახინჯეს ვერ დამალავს
მიმზიდველი ტუჩებისათვის, საჭიროა, მხოლოდ კარგზე ისაუბროთ.
ლამაზი თვალებისათვის,საჭიროა, ეძებოთ კარგი ადამიანები.
უნაკლო ფიგურისათვის, საჭიროა, გაუნაწილოთ ღარიბებს საკვები.
მშვენიერი თმებისათვის, საჭიროა, დღეში ერთხელ მაინც მისცეთ ნება ბავშვებს შეეხონ მათ.
წონასწორობისათვის,საჭიროა, ცოდნით იაროთ. თანაც არასდროს მოგიწევთ მარტო სიარული.
ადამიანები საგნები არ არიან და მათ ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ შეიცვალონ. არასდროს არაფერზე და არავისზე ჩაიქნიოთ ხელი.
როდესაც გაიზრდებით აღმოაჩენთ, რომ ორი ხელი გაქვთ: ერთი იმიტომ, რომ საკუთარ თავს დაეხმაროთ და მეორე კი იმისთვის, რომ სხვებს გაუწიოთ დახმარება..
ქალის სილამაზე მის ტანსაცმელში არ იმალება, არ მის უნაკლო ფიგურასა და ვარცხნილობაში. ქალის სილამაზე შეიძლება დაინახოთ მის თვალებში, რადგან თვალები გულის გასაღებია, იმ ადგილის გასაღები, სადაც სიყვარული სუფევს. ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში აირეკლება, იმ მზრუნველობაში და სიყვარულში, რომელსაც იგი გასცემს.
და ეს სილამაზე წლებთან ერთად იზრდება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 8  |  negative votes: 0

Write comment:

თვალები გულის გასაღებია, იმ ადგილის გასაღები, სადაც სიყვარული სუფევს.
#3, 16.08.2014 - 09:31
xameleon (40)
მიმზიდველი ტუჩებისათვის, საჭიროა, მხოლოდ კარგზე ისაუბროთ.... *THUMBS UP*
#2, 15.08.2014 - 12:02
marushk (34)
ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში აირეკლება, იმ მზრუნველობაში და სიყვარულში, რომელსაც იგი გასცემს.
#1, 15.08.2014 - 10:37
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.