Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xameleon blog

მენატრები...

მენატრები...
მენატრები...
და იცოდე, მედარდები...
ვცადე, მაგრამ ვერ გავედი...
თუმცა მითქვამს - მე წავედი!..
ახლაც შენს გულს ვებარები...
როგორც ბავშვი - გებარები...
შენს სუნთქვასაც ვედარები,
მტკივა, რომ ვერ გეკარები...
გიხსენებ და... მემართები...
რომ ვერ გხედავ, ვგრძნობ, ვბერდები...
რამ აღმართა ეს კედლები?..
თუ კი დამთმობ, დავიღლები...
არა, უფრო დავინგრევი...
უშენობით, არ ვიქნები...
დამიბრუნდი, გევედრები...
მხოლოდ, შენით... დავმკვიდრდები...
ჰოდა, ისევ გავიშლები
და არასდროს გავშიშვლდები...
სულში სანთლად აგენთები...
და შენს შიგნით ჩავიღვრები...
მენატრები...
და იცოდე, მედარდები...
ვცადე, მაგრამ ვერ გავედი...
თუმცა მითქვამს - მე... წავედი..

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.