Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xameleon blog
ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა
და წუთისოფლის ზანტი ეტლები,
ასე ყოფილა დიდი ხნის წინათ,
ასე შეშლილან სხვა პოეტები...
ვიცი გამამხელს სადმე ცდუნება,
დრო ჩამემსხვრევა თვალში სიზმრებად,
ქარი წამოვა ვით ერთგულება -
და შენსკენ მავალს შემეხიზნება.
თეთრი ქედნები მასხედან მხრებზე,
ვიღაც მაკავებს ცისკრის ძაფებით -
თქვენ ჩემში პოეტს ამაოდ ეძებთ,
მე მხოლოდ სურვილს ვეთამაშები.
ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა
და წუთისოფლის ზანტი ეტლები.
ასე ყოფილა დიდი ხნის წინათ,
ასე შეშლილან სხვა პოეტები....

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

marushk (34)
ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა
#1, 18.08.2014 - 22:30
და წუთისოფლის ზანტი ეტლები....
18.08.2014 - 22:34
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.