Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xex blog

კაზანტიპი! :)))))))))

...დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ საქართველოში, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა და კაზანტიპის ჩატარებას აპირებდნენ ანაკლიაში.
ინანა უფალმა, რომ შექმნა საერთოდ ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.
თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ანაკლიას და მთელ საქართველოს.
მხოლოდ ლევან ვასაძეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.
უთხრა ღმერთმა ვასაძეს: გაიკეთე კიდობანი (უკან არა).
ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა;
აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რომელიც კაზანტიპზე შესვლას მოისურვებს.
აიყვანე მასში მხოლოდ სამღვდელოების წარმომადგენლები, მორწმუნე ბიზნესმენები, თითო წყვილი მორწმუნეები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან და თითოც იმათგან, ვინც კაზანტიპზე არ შეუშვეს და შემდეგ ამ ფესტივალს აპროტესტებდნენ.
დარჩენილ მოსახლეობაზე: ყველაზე, ვინც ქართველობას გართმევდათ, და სოდომ-გომორის გამეორებას ლამობდა თქვენს ქვეყანაში, აღვავლენ დიდ შურისგებებებს. 40 დღეს იწვიმებს და ანაკლია წყლით დაიფარება!...
(დაბადება. თავი მეექვსე)
(c) Levan M

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 1

Write comment:

tagana22 (31)
ჰაჰაჰა მაგარი ვიცინეე (c) Levan M ჩაგეთვალა:დ
#1, 11.01.2016 - 21:54
ეგ მაგარი კაცია :)
11.01.2016 - 21:55
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.