Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

დამაგვიანდა, სიყვარულთან დამაგვიანდა

დამაგვიანდა, სიყვარულთან დამაგვიანდა, გამინაწყენდა , გამებუტა აჰყვა ქარაფებს, იქნებ აებნა ბილიკები, იქნებ ატირდა, იქნებ სხვა ნახა, ჩემი თავი აღარ ადარდებს. დამაგვიანდა ვერ ვიპოვე დროზე ნიღაბი, ათასგვარ ხერხებს ვერ გავუგე გემო საცდური, დამაგვიანდა , ჩემს თავთანაც დამაგვიანდა, დამაგვიანდა ვერ გავხადე გრძნობა მაცდური. მეგონა ასე იქნებოდი უფრო ამაყი, შენი ფრთების ქვეშ შეყუჟული ვიფრენდი ცაში, დამაგვიანდა, ვერ გამოვდექ შენი ჯავშანი, ქარს აყოლილი ვერ დავაბი უბელო რაში. დამაგვიანდა, იქნებ შენაც დაიგვიანე, იქნებ, დრო დროში დაიკარგა ველად გაჭრილი, დამაგვიანდა, უშენობაც დამაგვიანდა, მე ისევ ის ვარ, შენ ისევე ჩემი აჩრდილი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.