Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
caro blog
დილას მზის ამოსვლას ჩემი ბინის აივნიდან შევხვდი, მივესალმე და საყვედურით ავავსე; ამ ბოლო წლებში სულ შეიცვალე ის აღარ ხარ რაც იყავი, ხან ძალიან გვაცხუნებ, ხან კი გვყინავ, შევატყე ეწყინა ჩემი საყვედური, სხივები აიკრიფა და ღრუბლებში უსიტყვოდ მიმალა, ბოლოს ეტყობა გულმა ვერ მოუთმინა ისევ გამოჩნდა და ჩემს საყვედურს თავისი საყვედური შეახვედრა, რა უმადურები ხართ ადამინები, ვერ დაგანახვეთ ჩემი სიკეთე, მე ისეთ ამინდს ვქმნი დედამიწაზე, რომ წლის ნებისმიერ დროს, სიხარულით უნდა ხვდებოდეთ, მაგრამ რა ვქნა რომ თქვენ ჰქმნით და აფუჭებთ ყველანაირ ამინდს გნებავთ: ეკოლოგიურს, გნებავთ პოლიტიკურს, გნებავთ ეკონომიურს, საყვედური და კრიტიკა მაშინ არის კარგი როცა ის სამართლიანია , ვიგრძენი რომ დაუმსახურებლად ვუსაყვედურე მზეს და შემრცხვა, ისედაც ვერ ვუსწორებდი თვალს ახლა სულ ვეღარ შევხედე, თავი ჩავღუნე და დარცხვენილი სახლში შემოვედი, ფანჯარას ავეკარი და ჩუმად დავუწყე მზეს თვალთვალი, მას სინათლე უფრო და უფრო ემატებოდა და მეც თანდთან გავარჩიე, სახლის ფანჯრებიდან გადმოყრილი ნაგავი, მოურწყავობით გამხმარი ნარგავები, ქუჩაში გამოტანილი სახლის სხვადასვა ნარჩენები, დილიდანვე ახმაურებული მანქანის გამონაბოლქვი, ცემენტის მტვერი, ეს მარტო რაც ჩემი ფანჯრიდან ჩანდა,დავინახე რომ მზე მართალი იყო, გულში ათასჯერ მოვუხადე ბოდიში ჩემი უმადურობის გამო, რაც გვჭირს ხომ ჩვენით გვჭირს

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

caro (51)
ყოველდღე შემოვდივარ, მაგრამ კვალს არ ვტოვებ, სულ ვათვალიერებ თქვენი და კიდევ რამდენიმეს ჩანაწერებს, რომლებიც მე ყოველთვის მომწონდა, კარგი ახალგაზრდები ხართ და მიხარია
#3, 23.08.2014 - 15:57
caro (51)
ყოველდღე შემოვდივარ, მაგრამ კვალს არ ვტოვებ, სულ ვათვალიერებ თქვენი და კიდევ რამდენიმეს ჩანაწერებს, რომლებიც მე ყოველთვის მომწონდა, კარგი ახალგაზრდები ხართ და მიხარია
#2, 23.08.2014 - 15:57
marushk (34)
გამიხარდა თქვენი გამოცენა ქალბატონო გაიხარეთ.
#1, 23.08.2014 - 12:13
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.