Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

ბედნიერია ის, ვინც გაიგებს, სად არის მისი ადგილი და იცის, რა უნდა აკეთოს იმისათვის, რომ თვითონაც მივიდეს უფალთან და ახლობლებიც .

"სიხარული და მწუხარება სწრაფად ცვლის ერთმანეთს ჩვენი ერის ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე, - როგორც სიხარული, ასევე მწუხარება, - ღვთისგანაა დაშვებული და ისევ და ისევ ჩვენი ხალხის სულიერ გამოღვიძებას, სულიერ აღდგომასა და ამაღლებას ემსახურება. განსაცდელი ყოველ ადამიანს და მით უმეტეს ერს აფხიზლებს, ბოროტისაგან ათავისუფლებს და სულიერად წმენდს".
safe_image.php?d=AQAy61pqZADzmoXh&w=484&h=253&url=http%3A%2F%2Fwww.karibche.ambebi.ge%2Fimages%2Fstories%2Farticle%2F2006%2F22_noemberi%2Fepistoleni-patriarqi.jpg&cfs=1&sx=0&sy=0&sw=900&sh=470
* "ხშირად, სანამ კაცი ახალგაზრდაა, ფიქრობს, რომ დროს თავისუფლად გაატარებს და სულზე მერე იფიქრებს. სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა უგუნურება და შეცდომა. არავინ იცის, როდის დაუდგება ის წამი, როცა ზღურბლზე გადაბიჯება მოუხდება და უფლის სამსჯავროს წინაშე წარდგება. ამიტომ ის, რისი გაკეთებაც დღესაა შესაძლებელი, დღესვე უნდა გაკეთდეს... პლატონი ამბობდა, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფოსი ისაა, რომელიც სიკვდილისათვის ემზადება. ვისაც შეგნებული აქვს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ მზადებაა მომავალი და მარადიული ცხოვრებისთვის, აი, ის არის ნამდვილი და ჭეშმარიტი ფილოსოფოსი".
* "ეს ცხოვრება დროის მარადისობაში ერთი წარმავალი წუთია და მხოლოდ მზადება იმ დიდი ცხოვრებისთვის, რომელიც ყოველ ჩვენგანს ელოდება. წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ამქვეყნიური ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემზადებოდეს კაცი და რას უნდა აკეთებდეს, რომ ღირსი გახდეს იმ დიდი ცხოვრებისა".
* "სიწმინდე თავისთავად, ღვაწლის გაწევის გარეშე, არ მოდის, როგორც უფალი გვასწავლის, მადლი ღვთისა და სასუფეველი ცათა იიძულების, ე.ი. ადამიანმა თავისი თავი უნდა აიძულოს და ზეციური სასუფეველი ისე მიიტაცოს... ყველა ადამიანი სიწმინდისთვისაა მოწოდებული, რადგან სასუფეველში არაწმიდა, ვინც და რაც არ უნდა იყოს იგი, ვერ შევა".

* "უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალი და დროებითია და რომ ამქვეყნად არა საკუთარი ნებით, არამედ ღვთის ნებითა და განგებით მოვედით. ყოველ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს; ბედნიერია ის, ვინც გაიგებს, სად არის მისი ადგილი და იცის, რა უნდა აკეთოს იმისათვის, რომ თვითონაც მივიდეს უფალთან და ახლობლებიც მიიყვანოს".

* "გისურვებთ გქონოდეთ სრულყოფილი და ყოვლისმძლეველი სიყვარული: სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარული დედასამშობლოსადმი, სიყვარული ჩვენი უკვდავი სულისადმი, სიყვარული მარადიული მომავალი სიცოცხლისადმი, სიყვარული სიკეთისა და ყოველივე იმის მიმართ, რაც კი ხელს შეუწყობს ჩვენს სულიერ თვალთა აღხილვასა და აღდგომას".

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

marushk (34)
უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალი და დროებითია და რომ ამქვეყნად არა საკუთარი ნებით, არამედ ღვთის ნებითა და განგებით მოვედით.
#1, 23.08.2014 - 12:16
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.