Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

მიყვარხარ.

მიყვარხარ, რადგან ქუჩა-ქუჩა შენს აჩრდილს ვეძებ,
მიყვარხარ, რადგან გული მიხმობს ჩვენს განვლილ გზებზე.
გონებას ვთოკავ, როცა სუნთქვა ეხება თითებს...
და მოხდენილად შენთან ყოფნის ნატვრასაც ვიხდენ.
დღისით მზე მხიბლავს, ღამით დიდი თავნება მთვარე,
სად ღიმილიან საპატარძლოს დედოფლად რთავენ.
ასე ამაყად დავაბიჯებ იებით ხელში,
მოკიდებული გრძნობის ცეცხლი ჭკუიდან შემშლის.
ჭეშმარიტ გრძნობას რაში უნდა ყველასგან მალვა,
სანამ გახარებს, გააღმერთე ვიდრემდის წავა,
წავა უთუოდ გულგრილობა თუკი აკადრე,
ვიდრე შენია, გაუფრთხილდე უნდა მანამდე.

ნანა მეფარიშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

marushk (34)
წავა უთუოდ გულგრილობა თუკი აკადრე
#2, 23.08.2014 - 15:36
xameleon (40)
ვიდრე შენია, გაუფრთხილდე უნდა მანამდე....
#1, 23.08.2014 - 14:04
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.