Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
niiiniiiko blog
მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი პასუხების ჩასაწერად. დალაი-ლამას ტესტი სულ სამი კითხვისაგან შედგება, თუმცა პასუხების ჩანიშვნა ტესტის ბოლომდე მოგიწევთ. პასუხები აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. მხოლოდ ასე გაარკვევთ, როგორი ხართ სინამდვილეში. კითხვებს თანამიმდევრობით უპასუხეთ. მომდევნო კითხვები წინასწარ არ წაიკითხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორ პასუხს ვერ მიიღებთ. დავალება შეასრულეთ დაკვირვებით და აუჩქარებლად!


1. ქვემოთ ჩამოთვლილი ცხოველები ჩამოწერეთ მათდამი თქვენი დამოკიდებულების მიხედვით (რომელი მოგწონთ უფრო მეტად და ა. შ.):
ა) ძროხა;
ბ) ვეფხვი;
გ) ცხვარი;
დ) ცხენი;
ე) ღორი.

2. თითოეულ ობიექტს მიუწერეთ თითო განსაზღვრება (რომელიმე ერთი ზედსართავი სახელი):
ა) ძაღლი;
ბ) კატა;
გ) ვირთხა;
დ) ყავა;
ე) ზღვა.

3. თითოეულ ფერს მიუსადაგეთ ვინმე, ვინც თქვენთვის ძვირფასია:
ა) ყვითელი;
ბ) ნარინჯისფერი;
გ) წითელი;
დ) თეთრი;
ე) მწვანე.

კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი პასუხებს, დარწმუნდით, რომ ისინი ნამდვილად შეესაბამება თქვენს განცდებს.

ახლა კი - შედეგები:
1. როგორი ხართ ცხოვრებაში, რა არის თქვენი პრიორიტეტი:

ძროხა - კარიერა;
ვეფხვი - თავმოყვარეობა/ღირსება;
ცხვარი -სიყვარული;
ცხენი - ოჯახი;
ღორი - ფული.

2. თქვენი დახასიათება-განსაზღვრებები არის აღწერა...

ძაღლი - საკუთარი თავის;
კატა - პარტნიორის;
ვირთხა - მტრის;
ყავა - სექსისადმი თქვენი ინ­ტ­ერესის;
ზღვა - თქვენი ცხოვრების.

3. თქვენი ფერები - თქვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანები:

ყვითელი - ის, ვინც არასოდეს დაგივიწყებთ;
ნარინჯისფერი - ის, ვინც საუკეთესო მეგობრად მიგაჩნიათ;
წითელი - ის, ვინც ნამდვილად გიყვართ;
თეთრი - თქვენი სულიერი “ტყუპისცალი”;
მწვანე - ის, ვინც სიცოცხლის ბოლომდე გემახსოვრებათ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline niiiniiiko (22)
საქართველო, საქართველო, ქუთაისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.