Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

დედის ხასიათი ფეხის ზომის მიხედვით

არსებობს მოსაზრება, რომ ქალის ფეხის სიგრძე მის ხასიათთანაა კავშირში. გახსოვდეთ, რომ ქალის ფეხი 18 წლამდე იზრდება. ამიტომ, გაუზომეთ ფეხი 18 წლის ზევით გოგონებს და მათი ხასიათის გამოცნობა აღარ გაგიჭრდებათ.

ხოლო თუ ხუმრობა გგონიათ, მაინც ჩაიტარეთ ტესტი და დარწმუნდით მის სიმართლეში.

21 სანტიმეტრი - ენერგიული, შემოქმედებითი, ნიჭიერი ადამიანი. თუ შემოქმედებით ნიჭს განავითარებთ, დიდ შედეგს მიაღწევთ.

21,5 - თავგადასავლებისა და ავანტიურების მოყვარული ტიპია. უამრავი იდეა აქვს, მაგრამ თავქარიანი ხასიათის გამო ნახევარსაც ვერ ახორციელებს.

22 სმ- მშვიდი, წყნარი ადამიანია. კარგი გონებრივი მონაცემების, აზრიანი და დაკვირვებული.

22,5 სმ- ემოციური ტიპაჟია. მუდამ გამარჯვებისკენ მიისწრაფვის. თუ მოინდომა ყველაფერი გამოუვა. კარგ შედეგებს აღწევს სპორტულ შეჯიბრებებში.

23სმ- ექსცენტრიკული, თვითკმაყოფილი. მუდამ სილამაზისკენ ისწრაფვის. იგი მუდამ უნდა იყოს ყურადღების ცენტრში. აფასებს ხელოვნებას.

23,5სმ- მშვიდი, ოჯახური მყუდროების მოყვარული ტიპი. პროფესიას მშობლების რჩევით ირჩევს, ძირითადად დიასახლისის როლს სჯერდება.

24სმ- ზომიერად შემოქმედი და ზიმიერად ზარმაცი ადამიანია. უყვარს დილის ძილი. მოსწონს მამაკაცების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ოჯახში ურჩევნია, მამაკაცს დაემორჩილოს, ვიდრე იჩხუბოს.

24,5სმ- ყველაფრის მიღწევა მომენტალურად სურთ. საკმაოდ ჭირვეულები არიან. მამაკაცებს ჯერ თავბრუს ახვევენ და მერე მათით მანიპულირებენ.

25სმ- კარგი ინტელექტისა და განვითარებული ინტუიციის მფლობელია. ბროლის კოშკების აგება არ სჩვევია, ყველაფერს შრომით აღწევენ. არ სჯერათ პრინცების არსებობის.

25,5სმ- მიუხედავად იმისა, რომ ოცნება უყვართ, პრობლემებს დამოუკიდებლად უკლავდებიან. არიან ზომიერად რომანტიკულები. ასეთი ქალისგან კარგი ბიზნესლედი გამოვა.

26სმ- გამჭრიახი, ჭკვიანი და ცოტა აფერისტული ნატურაა. იცის სად როგორ მოიქცეს. ნებისმიერი სიტუაციიდან ცდილობს სარგებლის მოპოვებას. უყვარს კაცებზე მბრანებლობა.

26,5სმ- ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი. თუ მოინდომა, ნებისმიერ სფეროში შეუძლია წარმატების მიღწევა. ურჩევნია მოვლენების განვითარებას დაელოდოს, ვიდრე ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს და მართოს.

27სმ- ფეთქებადი ხასიათი აქვს. ეგოისტიცაა. ფემინიზმისკენაა მიდრეკილი და მამაკაცებს არ უფრთხილდება.

27,5სმ- ოჯახის თავია, საუკეთესო დედა და დიასახლისი. რთულ სიტუაციაში მამაკაცს არ დაელოდება და ყველა პრობლემას თავად მოაგვარებს. მოსწონს სუსტი მამაკაცები, რომლებსაც დედასავით მოუვლის.

28 სმ - არ სჯერათ რომანტიკული ზღაპრების, მამაკაცები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ. არ ეშინიათ დაბრკოლებების. მუდამ აქვთ გადანახული ფული `შავი დღისთვის~.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.