Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xameleon blog
უკვე დაგავიწყდი,
უკვე დამავიწყდი,
აღარ გამიხსენებ ალბათ მე.
აღარც გენატრები,
აღარც მენატრები,
აღარც მოგონებით გამათბე....
დღეს შენ - შენ არ ხარ და,
დღეს მე - მე არ ვარ და,
ვიცი, აღარც სიზმრად მნახულობ.
ისევ მარტო ხარ და,
ისევ მარტო ვარ და,
ისევ უშენობით ვმარხულობ.
ქრება სიყვარული,
ქრება ოცნებები,
დაშლილ საყდარს ვგავართ
უბრალოდ...
იქნებ შეგვიწყნარო,
იქნებ შეგვიწყალო,
იქნებ გადმოგვხედო, უფალო!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

marushk (35)
იქნებ გადმოგვხედო, უფალო!
#1, 23.08.2014 - 23:03
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.