Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
meliqso blog

კაცმა უნდა...

კაცმა უნდა ნამუსის ქუდი მუდამ ატაროს,
გულს ბოროტი ზრახვები არასდროს მიაკაროს.

კაცმა უნდა იცოდეს ვაჟკაცობის ფასი,
არ გავუშვათ ხელიდან ჩვენ სიმართლის თასი.

კაცმა უნდა სიკეთის მადლი გულით ატაროს,
შური ,ღვარძლი ,სიავე გულიდან რომ გაყაროს.

კაცმა უნდა დასძლიოს ქვეყნად ბევრი ცდუნება,
სათნოებით იცხოვროს არ წარწყმინდოს ბუნება.

კაცმა უნდა იცხოვროს მოყვასისთვის,ძმობისთვის,
სიავესთან ბრძოლისთვის,ბოროტების გმობისთვის.

ქრისტეს რჯული ვიწამოთ და წმინდა გზით ვიაროთ,
მამის დანატოვარი რომ არ გავატიალოთ.

გთხოვთ, დავიცვათ ქართული რწმენა,ხატთა სიწმინდე,
თუ ხარ კაცი კაცური,სიკეთისთვის იღწვიდე.

თუმცა წუთისოფელში დღეს ბევრია ცდუნება,
ვინც წმინდა გზით იაროს, მისი სულის ცხონება.

წუთისოფლის ბორბალი ხან უკუღმა ბრუნდება,
მაგრამ სამართლიანი ხმალი არ გამრუდდება.

ცხოვრების სიდუხჭირე ბევრ სიავეს გვპირდება,
მაგრამ სიკეთის მტრედი ზეცად კვლავ აფრინდება!

სადღეგრძელოთ ავწიოთ ღვინით სავსე ფიალა,
სულ სიკეთე დავთესოთ,ბოროტება კი არა!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

meliqso (29)
საბედნიეროდ ბევრი გვყავს ეგეთი კაცები,,,,უბრალოდ ჩუმად არიან,,,მათ არ უყვართ ბევრი ლაილაი და ზედმეტი წარმოჩენა....ღმერთმა ამრავლოს საქათველოში კაი ხალხი....
#5, 26.08.2014 - 22:18
ekuna87 (30)
sadaa egre tore ki :)
#4, 26.08.2014 - 00:04
netav yvela kaci egre piqrobdes... P.S. tumc qalebsac gvexeba am blogis arsi...
#3, 24.08.2014 - 22:10
kargiaaaaaaaaaaaaaaaaa
#2, 24.08.2014 - 14:37
marushk (35)
კაცმა უნდა იცხოვროს მოყვასისთვის,ძმობისთვის,
სიავესთან ბრძოლისთვის,ბოროტების გმობისთვის
#1, 24.08.2014 - 14:27
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.