Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

ცხოვრების მიზანი.

გაუზიარე სიყვარული.მისდიე შენი ცხოვრების მიზანს სიყვარულით, გაუზიარე სიყვარული გარშემომყოფებს და დააფასე საყვარელი ადამიანები..

ღვთის სიყვარული. აირჩიე ღვთის სიყვარული, მისდიე მის მცნებებს, აკეთე სიკეთე და დაეხმარე სხვას!

იოცნებე,ისწავლე,იფიქრე და იმოქმედე. იქონიე მიზანი და ოცნება, გამოიყენე ფიქრისა და მოქმედების შესაძლებლობა.

შეიყვარე საკუთარი თავი. მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. შენი დაბადების ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მშობლები,სხეული,შენი სისუსტე და შენი ძლიერება. გახსოვდეთ,რომ ეს ყველაფერი გაყალიბებთ პიროვნებად და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული და გამორჩეული დატვირთვა აქვს თქვენს ცხოვრებაში…

შეიყვარე სამყარო. შეხედე სამყაროს ბავშვის თვალებით, მსგავსი სიმარტივით, სიყვარულითა და ემოციურობით. არასოდეს არაფერი მეორდება, სამყარო ამოუცნობი საიდუმლოა და თქვენ ჯერ კიდევ არაფერი იცით – ნუ დაკარგავთ ინტერესს… დააფასეთ და გიყვარდეთ სიცოცხლის სიმდიდრე და მშვენიერება.

შექმენი შენი რეალობა. გააკეთე არჩევანი, აირჩიე: ნეგატიურობა, თუ პოზიტიურობა; ბედნიერება, თუ უბედურება; მოქმედება, თუ უმოქმედობა. შენ გეკუთვნის შენი ცხოვრება და გადაწყვიტე, თუ როგორ რეალობაში გსურს იცხოვრო…

ინტუიცია. მიჰყევი შენს ინტუიციას და შინაგან ხმას და შენს ნამდვილ მისიასა და დანიშნულებას – შენი ცხოვრების ნამდვილ გზას იპოვი.!

აწმყო. კონცენტრირება მოახდინე შენს აწმყოზე.მიმართე შენი ძალა და კრეატიულობა მხოლოდ იმ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წამზე, რომელშიც რეალურად ცხოვრობ. დაამარცხე მომავლის შიში და ნუ მისტირი წარსულ შეცდომებს – თუნდაც ბედნიერებას!

ისიამოვნე. მიიღე სიამოვნება თითოეული წამისაგან, დააფასე სიცოცხლე, გიყვარდეს იგი და მადლობა შესწირე უფალს ამ ძვირფასი საჩუქრისათვის.


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

xameleon (41)
კონცენტრირება მოახდინე შენს აწმყოზე.მიმართე შენი ძალა და კრეატიულობა მხოლოდ იმ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წამზე, რომელშიც რეალურად ცხოვრობ. დაამარცხე მომავლის შიში და ნუ მისტირი წარსულ შეცდომებს – თუნდაც ბედნიერებას!
#2, 26.08.2014 - 20:51
marushk (36)
, დააფასე სიცოცხლე, გიყვარდეს იგი და მადლობა შესწირე უფალს ამ ძვირფასი საჩუქრისათვის.
#1, 26.08.2014 - 13:16
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.