Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

გოგონების მამებო, მოასწარით და ჩაიდინეთ ეს ყოველივე – რჩევები

30 წლის მამამ, მაიკლ მიტჩელმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი მიკრობლოგით, სადაც საკუთარი ქალიშვილის შესახებ წერს. “სიცოცხლე მის ასაკში” – ასე ეწოდება ბლოგს, სადაც მამებისთვის 400-მდე წესი, რჩევა და რეკომენდაციაა მოცემული. მნიშვნელობა არა აქვს, გოგოს მამა ხართ თუ ბიჭის, ეს რჩევები მაინც გამოგადგებათ, თუმცა გოგონების მამებს – განსაკუთრებით. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.გოგონების მამებო, მოასწარით და ჩაიდინეთ ეს ყოველივე – რჩევები

1. გიყვარდეს და პატივი ეცი მის დედას. ეს სხვების დასანახადაც გამოხატე. დიდი შანსია, რომ შენმა შვილმა ზუსტად ისეთი მამაკაცი აირჩიოს ცხოვრების მეგზურად, რომელიც მას ისე ექცევა, როგორც თავად ექცეოდი დედამისს.

2. ყოველთვის მი გვერდით იყავი და არამარტო ფიზიკურად. გულწრფელად დაინტერესდი იმ საგნებით, რაც მას აღელვებს. მონაწილეობა მიიღე მისი ცხოვრების ყველა ეტაპში. ბავშვს ძალიან სჭირდები.

3. მისთვის გმირი უნდა გახდე. ყოველდღე დაიხსენი ის გასაჭირისგან, თუნდაც ამისთვის სუპერმენივით ლურჯი მაისური და წითელი ტრიკო დაგჭირდეს.

4. დატკბი მისი ცხოვრების ყველა მომენტით. დღეს რომ პამპერსით დახოხავს იატაკზე, ხვალ მანქანის გასაღებს მოგთხოვს, აზრზე მოსვლას ვერ მოასწრებ, ისე მიაცილებ საკურთხეველთან. ცხოვრება მიქრის, ძმაო, გაუფრთხილდი ბედნიერ წუთებს.

5. ასწავლე რამე კაცური საქმე: ფეხბურთი, თევზაობა, მანქანის ტარება ან ნადირობა. ამით ყოველთვის იამაყებს სხვა გოგონების წინაშე.

6. აუცილებლად მოვა დრო, როცა დედასთან კამათი მოუწევს. ჭკვიანურად აირჩიე, ვის მხარეს დადგები.

7. მართალი ხარ, დახუჭობანას თამაში რა კაცის საქმეა, მაგრამ… აუცილებელია.

8. უყიდეთ რასაც გთხოვთ, ეს ზიზილ-პიპილოებიც… დრო მოვა და ლეკვს მოგთხოვთ. პირდაპირ უთხარი “კარგი” და მორჩა.

9. შეეშვი კომპიუტერს და არ გამოტოვო წუთები, როცა საყვარლად ბანაობს.

10. ასწავლე, როგორ გამოიყენოს ფული.

11. სიარულს ისწავლის თუ არა, ისეთი კედები უყიდე, როგორიც შენ გაქვს.

12. ხშირად იცეკვე მასთან, მის ქორწილს ნუ დაელოდები.

13. სათევზაოდ წაიყვანე.

14. უთხარი, ძალიან ლამაზია, ყოველდღე გაუმეორე, თორემ როცა გაიზრდება, ისიც ეყოფა, ტელევიზიები და ჟურნალები რომ საწინააღმდეგოს დაუმტკიცებენ.

15. მანქანაზე საბურავის შეცვლა ასწავლე. დაშვებულმა საბურავმა პანიკაში არ უნდა ჩააგდოს, თუმცა პირველივე შემთხვევისას მაინც ატირებული დაგირეკავს.

16. ლაშქრობაში წაიყვანე, ბუნებაში იმდენი საინტერესო რამაა, რასაც ქალაქში ვერასოდეს იპოვი, მით უმეტეს, სახლში.

17. მუხლებზე დაისვი და მანქანა ატარებინე.

18. ის ისეთივე ჭკვიანია, როგორც ნებისმიერი ბიჭი. დარწმუნდი ამაში.

19. ატარე ხელით და მხრებზე შესმული. მოასწარი, სანამ შენ ძლიერი ზურგი გაქვს, ის კი პაწაწინაა.

20. იცოდე, შენს სამსახურიდან დაბრუნებას სულმოუთქმელი ელოდება, ამიტომ არ დაიგვიანო.

21. როცა დედას აუზზე მიჰყავს, შენც წაჰყევი, მერე რა, რომ იქ სხვა მამები არ არიან, მათ ბევრი დაკარგეს.

22. არასდოდეს დაგავიწყდეს მისი დაბადების დღე და ყოველთვის შეუსრულე დანაპირები.

23. გორგოლაჭებიან ციგურებზე სრიალი ასწავლე.

24. სამი წლიდან ექვს წლამდე აუცილებლად მოასწრებს და გთხოვს, ცოლად შემირთეო. უარი უთხარი, ოღონდ ისე, რომ არ ეწყინოს.

25. ისე არაფერი დაამშვიდებს, როგორც მამიკოს მხარზე ქვითინი.

26. საქანელაზე აქანავე, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ მისი “უფრო სწრაფად და მაღლა” შენი საზომისგან განსხვავდება.

27. უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის შეუძლია შინ დაბრუნება.

28. მოვა დრო და მშენიერ პეპელად გადაქცეული, სახლიდან გაგიფრინდება. დატკბი მისით, სანამ ჭუპრია.

29. ენდე მას და როცა გაიზრდება, თავისუფლება მიეცი. აკრძალვებით ნუ დატანჯავ.

30. ყოველ დაბადების დღეზე მის სახელზე წერილი დაწერე, ოღონდ მაშინ მიეცი, როცა ინსტიტუტში ჩააბარებს, ან დედა გახდება, ან როცა ჩათვლი, რომ იმ დროს ყველაზე მეტად სჭირდება.



Tags:

 
Interesting
positive votes: 10  |  negative votes: 0

Write comment:

Vicente (27)
Gruziashi egeti gogcho gagibozdeba imho :))
#3, 28.08.2014 - 09:37
ILIA-123 (49)
ძალიან მაგარია!! *THUMBS UP*
#2, 27.08.2014 - 23:09
eka------- (41)
Удерживайте детей распахнутыми руками.
(Франсуаза Саган)
#1, 26.08.2014 - 14:03
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.