Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
TSYN blog

წერილი...

 როდესაც ეს პოსტი წავიკითხე რამდენიმე წუთით გავშეშდი, მერე მივხვდი, რომ ცრემელები თავისით მომდიოდა. ვიფიქრე უბრალოდ გავაზიარებ ჩემთანთქო, რადგან მემგონი სიტყვები ზედმეტია, იმის ფონზე რაც აქ წერია. მაგრამ თავს მაინც ვაძლევ უფლებას ჩემი აზრიც დავამატო. მე ეს განცდა ზუსტად ვიცი როგორია, რადგან ჩემი 86 წლის ბებოც დღემდე ასევე ელოდება თავის “ზურიკოს”… ყველა იმ ადამიანმა, ვინც ფიქრობთ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, რომ ერთმორწმუნე ერთან ურთიერთობა უნდა დაალაგო, იმ პირობებშიც კი როდესაც ყოველ დღე შენს ტერიტორიას ნელ-ნელა იტაცებენ, შენს ერს მიწასთან ასწორებენ და პირდაპირი მნიშვნელობით “გვაბანძებენ” ეს წერილი ხშირად წაიკითხეთ და იქნებ ისე გეტკინოთ როგორც, იმ ადამიანებს სტკივათ ვინც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მთელი ცხოვრება მიატოვა, ვინც ყოველ დილით იმ იმედით იღვიძებს, რომ ოდესმე ისევ ნახავენ სოხუმის ზღვის ტალღებს, ვინც დღემდე საკუთარ ქვეყანაში დევნილია… ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც, იქნებ უფრო გაგვეხსნას გონება, გაგვიჩნდეს სახელმწიფოებრიობის განცდა და მივხვდეთ, რომ პატრიოტიზმი ბევრად უფრო მეტია ვიდრე “განსხვავებულით” შესმული სადღეგრძელო. იქნებ მიხვდეთ, რომ საქართველო ბევრად მეტია, ვიდრე მთავრობის გადაგდება და მერე ამის ზეიმი, ბევრად მეტია, ვიდრე შენი ქვეყნის ყოფილი მთავრობის დევნა და ამით ამომრჩევლების დაკმაყოფილება! იქნებ მივხდეთ, რომ ახლა მხოლოდ ერთად დგომის და საერთო მტერთან ბრძოლის დროა… ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც, იქნებ მივხვდეთ, რომ ის რაც დღეს ჩვენს საქართველოში ხდება ისევ და ისევ ამ “მონსტრის” დაკვეთაა, თუმცა ბოროტების იმპერია მალე დაინგრევა და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად, აუცილებლად გამთლიანდება! მერიკო კოკაია ————————————————————————— წერილი ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებიან, ამბებს იზიდავო… როგორც ჩანს, არ ცდებიან… ქობულეთში ვისვენებ, შვილებთან ერთად… ბევრი ამბავი ,,მოვიზიდე”, მაგრამ ასეთი– არცერთი, ამიტომაც, პირველობას ვუთმობ… ეს ქალი, მანამდე, აქ არავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში ვისაც კი ვკითხე– ,,პირველად ვხედავთო”… შავებში შემოსილი დადის და წითელი თავსაფარი ახურავს… მისი უცნაური გამოხედვა გაფიქრებინებს, რომ საღ ჭკუაზე არ უნდა იყოს… საუბარიც არეული აქვს და ყველას ეკითხება –,,ზურიკო ხომ არ გინახავსო?” ,,არაო”– პასუხობს ყველა… მე ,,არას” ნაცვლად, კითხვაზე კითხვით ვუპასუხე –,,ზურიკო ვინ არის?” ის უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან, გვერდით ჩამომიჯდა და ,,გაინტერესებსო ?” მკითხა… ,,ძალიან”– მეთქი, არ დავაყოვნე პასუხი… –ზურიკო, ჩემი 24 წლის ბიჭია, ზღვაზე წავიდა საბანად და ვეძებო… –24 წლის ბიჭს, დედის მოძებნა რაში სჭირდება? –სიცილით ვუთხარი… –რაში ჭირდება?! ამის თქმა და ტირილის დაწყება ერთი იყო… –რატომ ტირიხართ, დამშვიდდით, მოვა თქვენი შვილი სახლში!–ვანუგეშე… მან წითელი თავსაფარი მოიხსნა და… –რა ფერია ეს? –მკითხა და თითქმის თვალთან მომიტანა… –წითელი– ვუპასუხე დაბნეულად… –იცი, რატომ მახურავს?! –არა– მხრების აჩეჩვის მაგვარი მოძრაობა გავაკეთე… –პატარა ზურიკოს გაგრის პლიაჟზე რომ წავიყვანდი, წითელ თავსაფარს დავიფარებდი… ცურვის დროს, სულ სხვაგან რომ ამოჰყოფდა თავს , იოლად რომ მოეგნო ჩემთვის– მითხრა და ისევ ატირდა… –თქვენ გაგრელი ხართ? მორიდებით ვკითხე… –გაგრაში დავიბადე და გაგრაში მოვკვდები! მკაცრი ტონით მითხრა… –გაგრაშია ჩემი მშობლებისა და ქმრის საფლავი… გვიან გავთხოვდი… ზურიკოზე ფეხმძიმედ ვიყავი, ქმარი რომ დამეღუპა… გაგრის მატარებელი როდის გადის თუ იცი?! დავიბენი, მივხვდი რომ გონება ჰქონდა არეული… –ზუსტად არ ვიცი, მატარებლით არასდროს მიმგზავრია–ვიმართლე თავი… –არავინმა არაფერი არ იცით, არც ზურიკოს, არც მატარებლის… ეს რა ხალხში ვარ , ვინ არიან ეს უცოდინრები– თქვა და ხელი ჩაიქნია… უცებ, გონებაში კითხვა ამომიტივტივდა, სულ თავისით … –როდის წავიდა თქვენი ზურიკო ზღვაზე? ვკითხე და პასუხს არც დაველოდე, მე თვითონ ვუპასუხე ჩემს დასმულ კითხვას… –1994 წლის აგვისტოში ?! –არა სექტემბერში… შენ რა იცი? იცნობ ზურიკოს?! –არა… ვუთხარი და ზღვაში ტალღებთან, მოთამაშე ჩემს შვილებს გავხედე… ცრემლი მომერია… –ზუსტად 7 სექტემბერი იყო, მაკოცა და წავიდა, მალე მოვალო მითხრა… მას მერე ველოდები… წითელი თავსაფარი დავიხურე და დავდივარ ზღვის ნაპირზე, იქნებ აქეთ ნაპირზე გამოცურა… –ნუ დარდობთ , შეგამჩნევთ და მოვა თქვენამდე… –შენ გაიხარე, სიმინდის გამყიდველმა ქალმა წყალი გადამიწურა, სახლში დაეტიე, რას დადიხარ პაპანაქებაშიო, აქ რა უნდა შენ ზურიკოსო… –რატომ, ყველგან შეიძლება იყოს, სადაც ზღვაა– დავაიმედე გასაცოდავებული დედა, ტყუილი იმედი ვუთხარი, სანუგეშოდ… –შენ გყავს ბიჭი? მკითხა… –კი, 11 წლის, ლუკა ჰქვია… –აქაა? –კი, აი ის ბიჭია, ზღვაში კენჭებს რომ ყრის… –თვალი არ მოაშორო, ხელი ჩაჭიდე და სულ გვერდით გყავდეს! თვალები ცრემლით გამევსო… ისიც ტიროდა… –მომენატრა, რამდენი დღეა არ მინახავს, 4861 დღე ვითვლიდი, მერე სათვალავი ამერია, სიბერე თავისას შვება… შენ, არ შეგიძლია დამითვალო?! დავიბენი, რაღა მეპასუხა ვერ მოვიფიქრე… – დედაშვილობას, დამითვალე?!–ყელგამოწვდილი მთხოვდა… –დედი, ადვილი დასათვლელია, ერთი გრძელი დღე და ღამეა გასული, მხოლოდ… –ერთი?! გაიკვირვა… ერთი რავა იქნება, მატყუებ რაღაცას… –ასე იფიქრეთ და ადვილი დასათვლელი იქნება ყოველთვის, არ აგერევათ… –უყურე შენ?! თავი გადააქნია, მუჭში ჩაბღუჯული თავსაფარი მუხლეზე დაიფინა , ხელებით გაასწორა, თითქოს აუთავებსო, შუაზე გაკეცა და თავზე დაიფარა… მერე მუხლებზე დადგა, ჩემსკენ მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა… – შეიძლება ხელზე გაკოცო?! დავიბენი, მერე გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე… –წავალ აპა მე, გავაგრძელებ ზურიკოს ძებნას, ერთი დღე და ღამე, რა კარგად მითხარი… წავიდა… ის კი წავიდა… მე კი, ცოცხალ–მკვდარი დავრჩი… 1994 წლის 7 სექტემბერი… 2014 წლის 5 სექტემბერია დღეს…

Tags:

 
Interesting
positive votes: 14  |  negative votes: 0

Write comment:

dafikrdit dafikrdit mxolod fikri tu ushvelis chems qartvelebs
#5, 14.09.2014 - 14:01
პირადშიც ვისაუბრეთ ამაზე მე და შენ.მართალია დასაფიქრებელია პირველ რიში პატრიოტიზმზე,მაგრამ რამხელა დედაშვილობაც ჩანს...
#4, 13.09.2014 - 17:00
გეთანხმები...
14.09.2014 - 16:06
elzaaa80 (32)
1994 წლის 7 სექტემბერი… 2014 წლის 5 სექტემბერია დღეს…
#3, 13.09.2014 - 02:17
eka------- (40)
cremls vicmend da ise gcer chemo kargo adamiano! Afhazeti chemi tkivilia.... gmertma nuravis gamoacdevinos es ubedureba! gmerto! dagvifare !!!! bidzashvili sadzmo saflavshi ipoves da mxolod dedam amoicno is.... uf rogor amaforiaqe dges((((
#2, 11.09.2014 - 15:19
მაპატიეთ ქალბატონო აფორიაქეიბსათვის...ალბათ ყველა შეგნებული ქართველის ტკივილია.
11.09.2014 - 15:41
:'((((( :'((((
#1, 11.09.2014 - 15:13
 

User
offline
offline TSYN (25)
დიდი ბრიტანეთი, England - South East, Camberley



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.