Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nukita blog

ნაყოფის ერთი დღე

ნაყოფის ერთი დღე:

07:00 – გავიღვიძე. დედას სძინავს. ერთ კიდურზე წანაზარდი გავლოკე.

07:15! დედას ძინავს. კიდევ ერთი კიდური ვიპოვე წანაზარდებით. ყველა გავლოკე.

08:00. დედამ გაიღვიძა. რატომღაც არაფერი ვჭამეთ, სადღაც მივდივართ. მაშ ჭამა?! ერთი-ორჯერ მივუკაკუნე ყოველი შემთხვევისთვის! მეწყინა. დავიძინე.

09:30. საშინელი გრუხუნა საგანი მომიშვირეს. თურმე, ექოსკოპიის აპარატია. შიშისგან ყველა წანაზარდი გავილოკე, რაც ახლოს მქონდა. დედა და ვიღაც დეიდა უშველებელი საგნით, მარწმუნებდნენ, მოვტრიალებულიყავი და "სქესი" მეჩვენებინა. მე ეგენი არ ვიცი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ტაკუნები ვაჩვენე.

10:00. სისხლი ჩავაბარეთ. დედამ რაღაც წვენი დალია, მხიარულია. ამბობს, რომ ბებიასთან უნდა გაიაროს. შარდის ბუშტზე მივცხე – შეწყვიტა მხიარულება და ბებომდე დიდი სისწრაფით მივედით.

10:30. როგორც იქნა, ვჭამეთ! დავიძინე ბედნიერმა.

12:00. დედა ექიმთან იყო, რომელმაც კბილებში ჩახედა. ტყუილად უკაკუნებდა რაღაცას, მე კი გამაღვიძა და...

16:30. კიდევ ერთი გრუხუნა რაღაც!!! მას მამა ჰქვია. რა სულელური წესია – დედას მუცელში ჩაჰყვირის: "ეი... აქ ხარ?!" საინტერესოა, აბა, სად ვიქნები?! ერთი გამოვძვრე, მე გაჩვენებ, ვინ არის უფროსი და როგორ უნდა პატარებთან ყვირილი! რამდენიმე თვე მაინც სულ ყვირილ-ყვირილით ვიკონტაქტებ. მამას ტაკუნები მივუშვირე... რა ცუდია, რომ ვერ დაინახავს.

17:00. სახლში მივდივართ. ისევ ხმაურია! დედა ამბობს, რომ ეს მეტროა. სხვანაირად არ შეიძლება? ვდრუზე და ვდრუზე კიდურები, მაგრამ შედეგი ნულია. დამწუხრებულმა კიდევ გავლოკე წანაზარდები.

17:05. მეორე კიდურის წანაზარდები უფრო გემრიელი მეჩვენება.

18:00. სახლში ვარ... სიწყნარეა. ძილი შეიძლება.

20:00. დედამ ბრინჯს ზედმეტი მარილი უქნა და მამას უთხრა, რომ "პატარაა ამაში დამნაშავე". აღშფოთებისგან სულ წიხლები ვურტყი.

21:00. ვჭამეთ, ფილმს ვუყურებთ. დაბლაც მქონია კიდურები!

23:00. გავიღვიძე! დედა ფიქრობს, რომ ახლა დაიძინებს. აბა, კი, ახლა მე კარუსელობანა უნდა ვითამაშო!

01:00. ესეც ასე. ახლა დაძინებაც შეიძლება...

Tags:

 
Interesting
positive votes: 10  |  negative votes: 0

Write comment:

Gabi-777 (23)
verafers davamateb
#5, 18.04.2018 - 23:26
tviqsi (24)
*THUMBS UP* *THUMBS UP* kargi wasakitxia:d
#4, 17.09.2014 - 16:34
bibusa (22)
ნაყოფის ერთი დღე:
07:00 – გავიღვიძე. დედას სძინავს. ერთ კიდურზე წანაზარდი გავლოკე.
07:15! დედას ძინავს. კიდევ ერთი კიდური ვიპოვე წანაზარდებით. ყველა გავლოკე.
08:00. დედამ გაიღვიძა. რატომღაც არაფერი ვჭამეთ, სადღაც მივდივართ. მაშ ჭამა?! ერთი-ორჯერ მივუკაკუნე ყოველი შემთხვევისთვის! მეწყინა. დავიძინე.
09:30. საშინელი გრუხუნა საგანი მომიშვირეს. თურმე, ექოსკოპიის აპარატია. შიშისგან ყველა წანაზარდი გავილოკე, რაც ახლოს მქონდა. დედა და ვიღაც დეიდა უშველებელი
#3, 16.09.2014 - 23:30
chemi pataras fiqrebi
#2, 16.09.2014 - 20:44
^_^
16.09.2014 - 23:42
რაა კარგად იკითხება..თან ხუმრობით, თან საინტერესოდ
#1, 15.09.2014 - 22:08
xoo sayvarelia dzalian momewona ^_^
15.09.2014 - 22:10
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.