Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
imra blog
Teona Zalikiani
დავკრიფავ
ბუხართან დავაწყობ სიზმრებს და ოცნებებს
კალენდარი და საათი არ მინდა
უვადოდ დაგიცდი ბილიკთან ყოველდღე.
გზაში თუ ქარებს შევხვდები ძლიერს
თმებგაწეწილი ვიდგები ქარში
ჩუმად დავცინებ პესიმიზმს ხნიერს
და ფეხაკრეფით მივაღწევ სახლში.
ბროწეულებთან მოვაწყობ ზეიმს
თეთრ ბაირაღებს ავაფრიალებ
ფერუმარილებს ვიცხებ ლოყებზე
აბეზარ ჭინკებს გავატიალებ
ერთ დღესაც ალბათ ცხოვრება დამღლის
თითებით ვიგრძნობ ნაოჭს სახეზე
სუსტი კალთიდან მე ფიჩხებს დავყრი და
საძოვრად გავდენი ჩემს მოხუც სახედრებს.
გაზაფხულს მოვპარავ სურნელს და სინაზეს
ზაფხულის წვიმაში ვიცეკვებ ბავშვივით
შემოდგომაზე მე ისევ გინატრებ
ზამთარში ისევ ღიმილით დაგიცდი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline imra (47)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.