Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dmx blog
- ციკლიდან ,,რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ"
აი წარმოიდგინეთ სოლარიუმში გამხმარი ქალი, რომელიც ცხოვრობს სადღაც აბაშიძისა და კავსაძის კვეთაზე, კვირაში რამდენჯერმე იქვე დადის უბანში სუშის საჭმელად "აუ ვგიჟდები სუშიზეეე, ოჩენ პალეზნა ოჩენ", ერთის მხრივ ჯანმრთელობას სუშით იჯანსაღებს, მაგრამ თან სიგარეტს არ აგდებს ხელიდან, აბონიმენტი აქვს ნაყიდი ფიტნეს კლუბის, მაგრამ თითქმის არ დადის, სამაგიეროდ იკეთებს თაფლის მასაჟებს, ზეპირად იცის სად იყიდება კარგი სამარხვო ტორტები და სად იჭმევა გემრიელი სამარხვო ცეზარი სოკოთი.
პატრიარქს რომ ტელევიზორში მოკრავს თვალს სახე უნათდება: ვაიმეეეე საყუარელიიიიი და თან ამ დროს ღრმა ნაფაზს არტყავს. ჰოო, ჰყავს მუტრუკი ბიზნესმენი ქმარი ორი ღირებულება რომ აქვს ცხოვრებაში, წინაპართა ძვლები, ეს ისე ტყუილად და ფული, ეს ნამდვილად.
ჰყავს კიდევ მამაო, აუ ისიც ძაააააან საყუარელიიი. ვერც ტაძარში დადის ხშირად, მაგრამ ახლობლურ ატნაშენიებშია თავის მამაოსთან და მამაოც მამა-შვილურად კიცხავს ამაზე. ეკლესიიდან რომ ბრუნდება, აი რაღაცნაირად მძიმედ დაღლილად, ამაყად და ოდნავ ხმაგაბზარული ამბობს ხოლმე: "ტაძარშე ვიყავეეე", მერე ცოტა ხანში დაურეკავს პადრუგებს, სადღაცა გაბანცალდება სამარხვო ფაჰიტასის საჭმელად, იხორხოცებს ჩაკუჭკუჭდება, გაიცინებს დებილობებზე, შვილს ტელეფონზე მისცემს დირექტივებს და დაღლილობაც და ტაძრიდან გამოყოლილი სიმძიმეც უმალ ქრება. მერე გარეთ გამოვა, თვალში ნაცარს შეგაყრის და თან ტრაკს მოგიშვერს საკოცნელად შენც და დანარჩენ სამყაროსაც, მორალსაც უფასოდ წაგიკითხავს რო რამე...


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline dmx (24)
საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალო



© 2017 Face.ge - all rights reserved.