Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
shotiko-lordi blog

Mercedes AMG GT

1

საუკეთესო პერფორმანსი, აგრესიული სტილი, დახვეწილი დიზაინი და უმაღლესი ხარისხი. სწორედ ასე შეიძლება აღვწეროთ უახლესი მოდელი Mercedes AMG GT. სპორტ კლასის AMG GT-ის სრულიად ახალი 4 ლიტრიანი ორმაგად ტურბირებული V8 ძრავა აქვს, რომელიც GT ვერსიის შემთხვევაში, 462 ცხენისძალას და 600 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ასეთი სიმძლავრის მქონე AMG GT 0-100 კმ/სთ-მდე 4 წამში ჩქარდება და ავითარებს ელ. ლიმიტირებულ 304 კმ/სთ-ს. რაც შეეხება GT S ვერსიას, ახალი V8 მის კაპოტქვეშ 510 ცხენს და 650 ნიუტონმეტრს წარმოქმნის, რაც სრულიად საკმარისია პირველი ასეულის 3.8 წამში ასაღებად და ელექტრონულად შეზღუდული 310 კმ/სთ-ს გასავითარებლად. დიზაინის თვალსაზრისით AMG GT, საკმაოდ წააგავს წინამორბედ SLS AMG-ის, თუმცა 1540 კილოგრამი წონის მქონე AMG GT გაცილებით მანევრული ეკონომიური და "მწვანე" გახლავთ, რადგან 100 კილომეტრზე ეს უკანასკნელი 9.4 ლიტრ ბენზინს მოიხმარს და ყოველ გავლილ კილომეტრზე მხოლოდ 219 გრამ CO2-ს გამოყოფს. აღსანიშნავია 7G-Tronic Dual Cluth გადაცემათა კოლოფი, რომელიც SLS AMG-დან არის გადმოატინილი რაღა თქმა უნდა გარკვეული მოდიფიკაცეიბით, რაც მეტად სპორტულ სწრაფ და მკვეთრ გადაცემებს უზრუნველყოფს.

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1

1



Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.