Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

სულს ვერ გადაღლით

ვერ დამაჩოქებთ,ცდები თქვენი უშედეგოა,
ვერ დამიმონებთ რომ გაიგოთ ჩემი ფიქრები,
ნამუსლეწილნო თქვენი ღამე უიმედოა!
შეთენებულზე ბედნიერი თქვენზე ვიქნები.

თქვენგან სხვაობა, ერთმანეთთან უფრო დიდია,
რადგან მე ვიცი სიყვარული ჩემი სიმართლის,
ჩემთვის დაწნილი უფრო მკვრივი,ბეწვის ხიდია,
გადაჭიმული სიბნელიდან ლამაზ რიჟრაჟის.

აღვიქვამ ნათელს, არ ვბოროტობ ღამის წყვდიადით,
რომ ვერ დავწერე მესაფლავე,არ მშურს დიადის,
მხოლოდ ამ ხელით,სნეული გულის, სულის სინათლით,
დავიშანთები მტრების ხელით,ჩემი სიმართლით...


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.