Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
paku18 blog

იყო ერთი კაცი

იყო ერთი კაცი, რომელსაც სამი ოცნება ჰქონდა: ჰქონოდა მაღალანაზღაურებადი სამუშაო, ცოლად მოეყვანა ლამაზი ქალი და... სახელი გაეთქვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ერთხელ ცივ ზამთარში კაცი ერთერთი სახელგანთქმულ ფირმაში გასაუბრებაზე მიდიოდა. უცებ პირდაპირ მის წინ ხანში შესული მამაკაცი დაეცა. მან შეხედა დაცემულს, გაიფიქრა, რომ იგი, სავარაუდოდ, მთვრალია და ხელი არ გაუწოდა. გასაუბრებამ წარუმატებლად ჩაიარა: კაცი არ აიყვანეს სასურველ თანამდებობაზე.

ერთხელ იგი ზაფხულის მშვენიერ საღამოს ქალაქში სეირნობდა. მან ქუჩის მსახიობები შეამჩნია, შეჩერდა, რომ სანახაობით დამტკბარიყო. მაყურებლები არც ისე ბევრი იყვნენ, მაგრამ პიესა საკმაოდ მხიარული იყო. როცა დასრულდა აპლოდისმენტების ხმა გაისმა, და ყველამ თავისი გზა გააგრძელა. ჩვენი კაციც შებრუნდა, მაგრამ ვიღაცამ მხარზე ხელი მოუთათუნა. ეს პიესის მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი იყო, მოხუცი-ჯამბაზი. დაუწყო გამოკითხვა, მოეწონა თუ არა პიესა, კმაყოფილია თუ არა მსახიობებით. მაგრამ კაცმა არ მოისურვა მასთან საუბარი, ზურგი აქცია და სახლში წავიდა.

ერთ წვიმიან საღამოს კაცი მეგობრის დაბადების დღიდან სახლში ბრუნდებოდა. იგი ძალიან დაღლილი იყო და თავში აბანოზე და თბილ ლოგინზე აზრები უტრიალებდა. უცებ ვიღაცის ჩუმი ტირილი შემოესმა. ქალი ტიროდა. იგი იჯდა ამ კაცის სახლის გვერდით. ქოლგის გარეშე. მარტო. როცა კაცი დაინახა, ქალმა მას დახმარება სთხოვა. მას უბრალოდ უნდოდა რომ ვინმეს დალაპარაკებოდა. კაცი დაფიქრდა, მას თვალწინ აბანომ და ლოგინმა გაუელვა, და სადარბაზოსკენ გაეშურა.

კაცმა არც ისე მხიარული ცხოვრება გაატარა და მოკვდა. როცა ზეცაში მოხვდა, კაცი თავის მეგობარს შეხვდა, მფარველ-ანგელოზს. ისინი დიდხანს საუბრებდნენ.

- იცი, მე უაზრო და უბედური ცხოვრება გავატარე. სამი ოცნება მქონდა მაგრამ, სამწუხაროდ არცერთი არ ამისრულდა.
- ჰმ... მეგობარო, მე ყველაფერი გავაკეთე რომ სამივე ოცნება აგესრულებინა, ამისთვის შენსგან მხოლოდ ერთი რამ მჭირდებოდა: შენი ხელი, შენი თვალები და შენი გული.
- ღმერთო ჩემო და რა მოხდა?
- გახსოვს კაცი რომ დაეცა ზამთარში? ახლავე გაჩვენებ ამ სურათს... ეს კაცი იმ ფირმის გენერალური დირექტორი იყო, რომელშიც ასე გინდოდა მოხვედრა. შენ თავბრუდამხვევი კარიერა გელოდებოდა. ყველაფერი, რაც შენგან იყო საჭირო - შენი დახმარების ხელი იყო.

გახსოვს მოხუცი ჯაბაზი, რომელმაც ქუჩის დადგმის შემდეგ გამოკითხვა დაგიწყო? ეს ახალგაზრდა ლამაზი-მსახიობი იყო, რომელსაც პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდი. შენ გელოდებოდა ბედნიერი მომავალი, ბავშვები, უკვდავი სიყვარული. ყველაფერი, რაც შენგან იყო საჭირო - დაგენახა.

გახსოვს მტირალა ქალი შენი სადარბაზოს გვერდით? წვიმიან საღამოს... ეს ცნობილი მწერალი იყო. იგი ოჯახურ კრიზის განიცდიდა და ძალიან უნდოდა სულიერად ვინმე დადგომოდა გვერდში. შენ რომ დახმარებოდი მას, სახლში წაგეყვანა და გაგეთბო, გაგეთბო თბილი, დამამშვიდებელი სიტყვებით, იგი დაწერდა ისტორიას, სადაც ამ შემთხვევას აღწერდა. წიგნი საყოველთაოდ ცნობილი გახდებოდა, წიგნის პირველ გვერდზე კი მწერალი იმის სახელს მიუთითებდა, ვინც მისი შემოქმედების დაწერის მუზა გახდა. და ყველაფერი, რაც შენგან იყო საჭირო - ეს შენი გული იყო. ძალიან უყურადღებო იყავი მეგობარო.

თქვენ რას გთავაზობთ სამყარო დღეს? გახსოვდეთ: ბედნიერებას გამოცანის სახე აქვს

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline paku18 (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.