Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
paku18 blog

მადლობა რომ არსებობთ... და სულს მითბობთ...

წერა არ ვიცი არც აზრების გადმოცემა... ვერც დიდი განათლებით და აღმაფრთოვანებელი ლექსიკით გავაოცებ ვინმეს... მაგრამ მაინც ვბედავ და ვწერ...

გუშინ ვიღაც გოგოს წიგნს ვკითხულოდი... დეპრესიული და ეგოცენტრული ფრაზები ერთმანეთს ერწყმოდა.. და ვფიქრობდი რა უბედურებააა ამხელა დარდი და სევდათქო.. ავდექი და გადავაგდე!! ისე გადავაგდე იმ წიგნს რომც მინდოდეს ვეღარ ვიპოვი...

წერდა დარდზე, ტკვილზე, მარტოობაზე და იმაზე რომ თითქოს შუშის კოლბაში იყო გამომწყვდეული.. რომ მისი არავის ესმოდა.. ზოგს დებილი და ზოგს შეურაცხადი ეგონა, მაგრამ რეალურად მოაზროვნე და გულიანი ადამიანი იყო...

ის წიგნი კი გადავაგდე მარა მე ბევრ რამეზე დამაფიქრა... რამდენია ეგრე მარტოსული და უბედური... მაგრამ ყალბი ღიმილი ყველას მზად გვაქვს... ყველა ვჩივივართ ამ თემაზე მაგრამ ჩვენ თავს არაფერს არ ვთხოვთ და ჩვენთითონ ვაიძულებთ სხვებს მარტოები იყვნენ და ამ იძულებაში ჩვენც ვიჭყლიტებით...

ვფიქრობდი ჩემ fb-ს მეგობრებზე და ვფიქრობდი რატო მქონდა ამხელა სითბო მათ მიმართ და მივხვდი... ისინიც ჩემსავით ცდილობენ გაექცნენ ამ სასტიკ სამყაროს... ირგვლივ კარგები შემოიკრიბონ და აქ მაინც ჰქონდეთ თავისი თბილი, მყუდრო და სასაიმოვნო გარემო სადაც თავს მარტოსულებად არ იგრძნობენ...

ზოგი რას ებრძვის, ზოგი რას ემალება... ზოგი დიდ ტკივილს, ზოგი სიყვარულს, ზოგი დაკარგვის შიშს... და აქ ამ ვირტუალურ სამყაროში ყველა ისააა რაც თვითონ უნდა...
მაგრამ როგორც ყველას მეც თავი განსაკუთრებული მგონია... რაც ვარ ეს ვარ... არასდროს ვარ ყალბი... ხმამაღლა ვამბობ მარტო ტვინით დავიწყე აზროვნება და გული სად მაქვს მანამ არ მახსოვს, სანამ ტკივილს არ დაიწყებს ხოლმე.. გრძნობები გამიქრა და ვეღარაფერზე ვნერვიულობ... ხანდახან მინდა ტრაგედია შევქმნა და თავი სუსტ ადამიანად ვიგრძნო, მაგრამ არ გამომდის... სხვებიც მიეჩვივნე ჩემს ასეთ ყოფას და ალბათ სისუსტეს არც მაპატიებენ...

არავის ვუშვებ ჩემი ცხოვრებიდან აფსოლიტურად არავის , მაგრამ ვერ უძლებენ ჩემს პირდაპირობას და ყურის მაამებელ სიტყვებს ეძებენ... ამ მიზეზის გამო ზოგი უჩუმრად მიდის ჩემი ცხოვრებიდან, ზოგიც ხმაურით... მაგრამ აქაც უემოციო ვარ უსიტყვოდ ვუშვებ , მარტო მეცინება... მეცინება არა სიმწრით არამედ გულწრფელი სიცილით...
სადამდე მივდივართ!!!..

სიყვარულის მეშინოდა და აღარ შემიძლია, ტირილის მეშინოდა აღარ ვტირი... ადამიანების დაკარგვის მეშინოდა... ეხლა მეთვითონ მიხარია მათი წასვლა... მარტოობის მეშინოდაა და ეხლა ყველგან სიმარტოვეს ვეძებ... სიბნელის მეშინოდა ეხლა კი მიყვარს არის მასში რაღაც მიმზიდველი...

გულქვა! ცოდნით სავსე! უემოციო რობოტები ვხდებით და ვერც კი გაგვიგია... ამით ბევრი ამაყობს მაგრამ მე მცხვენია საკუთარი მდგომარეობის... მრცხვენია, რომ თბილ გრძნობებს მოკლებული ვარ... რომელიც ნელნელა ცინიზმით ივსება... მრცხვენია იმის რომ ვეღარაფრით მაკვირვებენ... მრცხვენია იმის, რომ ფარისევლები ვართ და თვალთმაქცები...
მაგრამ როგორც ყველაფერი ალბათ ესეც წარმავალია...

მიხარია რომ მყევხართ... თუნდაც არ მოგიკითხოთ მე გიყურებთ და ვხარობ თქვენით... მადლობა რომ არსებობთ... და სულს მითბობთ...
ვიცი რომ თბილი და დადებითი ემოციები დაჯაბნის ამ სევდას და ტკივილს... მთავარია ვისაც ცოტა მეტი გვესმის და არ ვართ სიბნელეში დავჯაბნოთ ყოველივე ცუდი და გავუფრთხილდებით ერთმანეთს... ვასწავლოთ ერთმანეთს სიყვარული და გავუღვიძოთ ერთმანეთს თბილი გრძნობები...♥ ♥

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline paku18 (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.