Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
paku18 blog

მიყვარხართ ადამიანებო

დილით გავიღვიძე და მინდოდა წინადღის ბობოქარი საღამო გამეხსენებინა...
სიხარული...
ახფრთოვანება...
სიცილი...
უსაზღვრო ბედნერება...
მერე ტყუილი! ტკივილი! დიდი ტკივილი! ეჭვი! ისტერიკა! იგნორი! სულში სიცივე...
მაგრამ ფაქტია უმანკოდ მეძინა პატარა უსუსრი ბავშვივით, რომელსაც არც ეჭვი არს სინანული არც ტკივილი და არც ღალატი განუცდია... არც არანარი ძალა არ აქვს.. რომელსაც ტკბილად სძინავს და მფარველი ანგელოზი გელანდება მისი სახით...
გავიღვიძე! მინდა გავიხსენო მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ... მარტო ღიმილი დამთამაშებს...
გავიხედე ფანჯარაში და ვხედავ სინათლეს.. მზეც მიღიმის და არა მარტო მე!! არამედ მთელ სამყაროს... მაგრამ მისი ღიმილის შემჩნევა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ,. იმათ ვისაც ნათელი სული აქვს და ერთხელ მაინც დაფიქრებულა რა მშვენიერია ცხოვრება!!! ყველა თავისი პატარა თამაშებითა თუ შემძვრელი ემოციებით!!...
ჩავედი და გავიქეცი...
ვუსმენდი მუსიკას, ხალხს, ქვეყნიერების გამყინავ ხმას, რომელიც საკუთარი გულისა და სხვა დანარჩენის მოსმენაში ხელს მიშლიდა.. ავდექი და გამოვრთე გამოვთიშე გამოვეთიშე..
და...
და დავინახე მშვენიერი სამყარო... მოსიარულე ადამიანები რომლებიც თავის პრობლემებში ღრმად იყვნენ ჩაძირულები და მათი სულის ტკივილი მათ სახეზე აღბეჭდვოდათ..
მაგრამ მალევე დავინახე ჩესავით მომღიმარი ადამინებიც, რომლებიც ყველაფერს სრულად შეიგრძნობდნენ... ტკივილსაც... ღალატსაც... სიხარულსაც, ბედნიერებასაც, ცხოვრების ხიბლსაც... და ყველანაირი ნაგვის მიუხედავად მაინც იღიმოდნენ და ცდილობდნენ სხვაც გაებედნიერებინათ....
და რაც მთავარია
ერთმანეთსაც ვხედავდით!!!
და სრულიად უცხოებს გვიხაროდა ერთმანეთის დანახვა!!..

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

paku18 (23)
:)
#2, 03.10.2014 - 10:47
gurashvili (21)
#1, 03.10.2014 - 02:47
 

User
offline
offline paku18 (23)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.