Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

როცა ხარ დედა...

თუ გინდ საშინლად მოგექცეს ბედი,
თვალით ვერ ჰპოვო სიამე დღეთა,
როცა ნაბიჯს დგამ დაუფიქრებლად,
უნდა გახსოვდეს,იქნები დედა...

ტკივილს და ვარამს უნდა გაუძლო,
სული სპეტაკი აუშვა ღმერთთან,
წყვდიადის ბოლოს სინათლე სჭვივის,
როცა გულით ხარ ქართველი დედა...



დალოცვილია დედობის ხვედრი,
გრძნობა სხვა,დიდი არვიცი მეტად,
მომავალს უნდა იმედით ჭვრეტდე,
შვილი შენს თვალში საკუთარს ხედავს...

სულის ტკივილით გათანგულ დღეებს,
ჭორიკან ქალთა გესლიან მზერას,
როგორც არუნდა გიჭირდეს, გტკენდნენ,
უნდა გაუძლო ჭირთმთმენო "დედავ"...

არ გაიფიქრო გულში სიავე,
როცა მუცელში ღიტინს გრძნობ "მედგრად",
შვილის კვლას ღმერთი არ გაპატიებს,
რადგან დაგარქვა სახელად "დედა''...


ალისა ელიაშვილი


Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

marushk (34)
მომავალს უნდა იმედით ჭვრეტდე,
შვილი შენს თვალში საკუთარს ხედავს...
#1, 04.10.2014 - 11:05
წყვდიადის ბოლოს სინათლე სჭვივის,
როცა გულით ხარ ქართველი დედა...
04.10.2014 - 11:08
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.