Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

რა ლაღი წლებია, სახლში რომ იჩქარი, და იცი მშობლები იქ გელოდებიან.

ცხოვრება გვაწრთობს და ყველაფერს გვასწავლის, ამ ქვეყნად მუდმივი არც არაფერია, დედ–მამა სანამ გვყავს, ლაღია ცხოვრება, ო, დაობლება კი, როგორი ძნელია. გული გამეხლიჩა, დავეცი, ავდექი, ვიფორთხე, ვიკოჭლე და მაინც ვიარე, რაღაცა დამთავრდა, რაღაცა დაიწყო, დრო მაინც ვერ არჩენს ტკივილს და იარებს ვერაფრით ვივიწყებ მათ სითბოს, მათ თვალებს, მათი გახსენებაც რაოდენ ტკბილია, მშობლების სიყვარულს არცრა შეედრება შენია, შენშია, რაღაც ღვთიურია. გვერდით როცა გვყვანან ისე ვერ ვაფასებთ, არც გვჯერა როდესმე თუ გაგვეცლებიან, რა ლაღი წლებია, სახლში რომ იჩქარი, და იცი მშობლები იქ გელოდებიან. მერე კი... განგება გვიმზადებს განსაცდელს, გვასწავლის ცხოვრებას მშობლების გარეშე, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე გაგვრიყეს, ვერავინ ვერ გვიშრობს ცრემლებსაც თვალებზე. ამიტომ სანამ გყავთ გულში ჩაიხუტეთ, რადგანაც მათით დღე სხვაგვარად ნათდება, თორემ როცა წავლენ, არაფერს ითხოვენ, მხოლოდ ლოცვასა და სანთლების დანთებას.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.