Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
maldina22 blog
გაბუტულ ტუჩებზე კოცნას აქვს მუღამი
ნერვებს რომ აწვალებ წამოსულს გულიდან
ტკაცუნობს კეფასთან უხამსად ბუხარი
და ფილტვში შეჭრილი ნაფაზი გუგუნებს.
ზეცისკენ, გულაღმა წევხარ და ისვენებ
სულ ცრუობ ,როდესაც იძახი ნახვამდის
თვალებში ჩაგყურებს მთვარე და სისველე
ჰგავს ცვრიან განთიადს, სიბნელის დახრამდე
მეძებე, ჩემს ზურგზე ააგე კოშკები
სულ ცოტაც... თითების სითბოს ვგრძნობ, მაცხუნებს
ჩემს მხარეს (განგებ რომ) დააწყვე ქოშები
მომაწვდი? ამბობ და გულს უჭერ მარწუხებს.
გაბუტულ ტუჩებზე სიბრაზის ნარჩენი...
და მკერდი ფოთლების ხმაურით გაივსო
ჩაუვლი ჩემს შუბლზე ჩატეხილ ნაოჭებს
ბუტეო და მაინც რაღაც ვერ გასვენებს...
-მიყვარხარ!
-მეც

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline maldina22 (30)
გერმანია, Berlin, Berlin



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.