Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Justme blog

გიშვებ...

""გიშვებ
გიშვებ.
მიდიხარ.
ყველაფერი რიგზეა.
ძალა აღარ მყოფნის გითხრა - "შეჩერდი!"
ვიშვერ უღმერთოდ დამრჩალ ხელებს, -
რაც მარტივია ყველაფერი არის შედევრი.
ამოახველე
ჩემი სუნთქვა მაგ ფილტვებიდან,
და ტუჩებიდან მოიშორე ჩემი ტუჩები!
შენც შედევრი ხარ, რადგან უკვე მარტივდები და
ამ სიმარტივეს, ალბათ, ვეღარც გადაურჩები.
გიშვებ.
მარტივად.
ყველაფერი რიგზეა.
მიდიხარ სხვისკენ დედამიწის ჯურღმულებიდან,
რომ ანათებდე ჩამომწყდარი ციდან მზესავით,
გამოდი! გამო... გამოუშვი სული ძვლებიდან
სიცოცხლესავით.
ქრიან ქარები. არ ვეწევი, აღარც ვახველებ.
ღიმილის სუნით მეჟღინთება მშრალი გუგები,
მაგ გულის ცემას, მაგ ბაგეებს, მაგ თმას, მაგ ხელებს,
ვუშვებ და უშნო შედევრივით დავიღუპები
სანამ, -
გიშვებ.
მკიდიხარ
ცრემლებივით ნატკენ თვალებზე.
ღმერთი (რომელიც დავივიწყეთ) უნდა გფარავდეს! -
ვამბობ და ხელებს ქურუმივით ზეცისკენ ვიშვერ,
კი არ მივდივარ, კი არ გტოვებ მარტოს, არამედ
გიშვებ და ვშიშობ არ დარჩები სახემტირალი,
გიშვებ და ვშიშობ, რომ დაგტოვებ სახემცინარეს,
რას ვიზამთ, ქალი ხომ ღვარია - ღვარი მდინარის,
რომელიც ისევ უკან უნდა გაჰყვეს მდინარეს!"

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline Justme
საქართველო, საქართველო, ქუთაისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.