Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

ყველაფერი რაც ცუდია, წარსულში რჩება

ჩვენ ყველას საკუთარი სამყარო გვაქვს, რომელსაც წლებია ვაშენებთ... ვაშენებთ.. მერე შენებას ვწყვეტთ გარკვეული დროის ინტერვალი, უძრავი ვართ.. ვფიქრობთ გავჩერდეთ თუ განვაგრძოთ ამაზე იმდენს ვფიქრობთ რომ დროს ვეღარ ვეწევით გაურკვევლობაში ვრჩებით ვერც წინ მივდივართ ვერც უკან, დროში ვიყინებით.. ხანდახან ჯობია გაჩერდე, მაგრამ არა ყოველთვის.. ცხოვრება მეტი არაფერია თუ არა ბრძოლა არსებობისათვის. არსებობს ის, ვინც ძლიერია, ვინც მებრძოლია. ის, ვინც სხვის გამოწვდილ ხელს არ ელოდება..
ცხოვრების მთავარი მიზანიც სწორედ ეგაა.. მთავარია რწმენა და შრომისმოყვარეობა..



არ არსებობს შეუძლებელი..დაუძლეველი.. საკუთარი თავის რწმენა, საკუთარი თავის იმედი ბევრს შეგაძლებინებს ადამიანს.
უამრავ ადამიანს შევხვედრივარ ცხოვრების თუ საკუთარი თავის უკუღმართობას რომ დაუჩაჩანაკებია.. არასოდეს მიგრძნობინებია, რომ ის სუსტი და არამყარი ბუნებისაა. რაღაც ეტაპზე საკუთარი სისუსტეც მიგვრძნია, მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდია. რით შეიძლებოდა დავხმარებოდი ადამიანს, რომელიც ჩემ წინ იდგა და საოცრებებს ყვებოდა.
სიმართლე გითხრათ სუნთქვა მიჭირდა და არაფრის მოსმენა აღარ მინდოდა, ზედმეტი იყო თანაგრძნობა, სიბრალული. დრო წარმავალია, როგორც ადამიანები... ის მარტო იყო, სულ მარტო. ის იყო ადამიანი, რომელსაც არავინ გაუღებდა კარს, არავინ გაუღიმებდა, არავინ მოეხვეოდა და არავინ ეტყოდა რომ ცხოვრება გრძელდება..
ყველაფერი რაც ცუდია, წარსულში რჩება, მაგრამ რჩება იმედი უკეთესი დღის, უკეთესი ცხოვრების. მთავარია განწყობა, საკუთარი თავის რწმენა, ერთადერთი იმ მომენტში, რაც მისთვის შემეძლო გამეკეთებინა, საუბარი იყო. უამრავი ვისაუბრეთ, უამრავი მაგალითი ვუთხარი, ხანდახან კარგი სიტყვაც რამდენად ფასობს, ის არც მათხოვარი იყო და არც უღირსი.. ისიც ჩემსავით უბრალო ადამიანი იყო, რომელსაც თანადგომა და კარგი სიტყვა სჭირდებოდა, ხანდახან როგორ ახდენენ ხოლმე ადამიანები ჩვენზე გავლენას.. ვგრძნობდი როგორ მშვიდდებოდა და საკუთარი თავის რწმენა უბრუნდებოდა.. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი გრძნობა დამეუფლა ....
ადამიანების უბედურება იცით რაშია, ყველაფერში ტრაგედიას ვხედავთ, ალბათ იმიტომ რომ არ შეგვწევს ძალა განსაცდელს გავუმკლავდეთ... მაგრამ თუ დაკვირვებიხართ, როცა ყველაფერი გაივლის, ხვდებით თუ არა რომ იმაზე ძლიერი ყოფილხარ ვიდრე წარმოგედგინათ??
სიკვდილი ყველაზე საშინელი რამ არის, შეგუება გვიჭირს ხოლმე, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ მაინც ვეგუებით..არა?
-იცით ხანდახან სიკვდილიც რაღაც ახლის დასაწყისია...
„ყველა დაღმართ აღმართი მოყვებაო“ ჩვენ არ ვამბობთ? არ ვიცი თქვენ რადენად გჯერათ და გწამთ, მაგრამ მე ყოველთვის ერთ ფრაზას ვამბობ:
„იცი, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ ხდება, ცუდი თუ კარგი. მართალია ამის გაცნობიერება იმ მომენტში გვიჭირს, მაგრამ დრო რომ გადის, თუ დაუფიქრდები მერე ხომ ვხვდებით.“
სიკვდილი ვერასოდეს იქნება კარგიო მეტყვით ალბათ. მართალიცაა, მეც მათ კატეგორიას ვეკუთვნი, ვინც გაიძახის ვერ ვეგუებიო, მაგრამ ძალაუნებურად ერთ დღეს აღმოვაჩენ ხოლმე, რომ შეგუებული ვარ..უბრალოდ მწარედ გვახსენდება ხოლმე და თავიდან განვიცდით... ამიტომ გვქვია ადამიანები, განცდები რომ გვაქვს შემონახული ..
თანაგრძნობა, სიყვარული, პატივისცემა შეუფასებელია. აჩვენე ადამიანს სუფთა გული და კეთილი სული. ეს იმაზე გაცილებით მეტია, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება.
დააფასეთ ადამიანები სანამ ცოცხლობენ, პატივი ეცით და შეიყვარეთ. ნუ დაელოდებით, რომ ამის სანაცვლოდ რაიმეს მიიღებთ...
სიცოცხლეშივე გააიდიალეთ თუკი იმსახურებენ, შეეშვით სიკვდილის შემდეგ ადამიანების გაკერპებას და ცრემლების ღვრას აზრი არა აქვს.. წარსული არასოდეს ბრუნდება უკან...


უცნობი ქალის წერილები


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

ხანდახან ან ვხვდებით, ან კიდევ..არც ვართ ძლიერები
#2, 09.10.2014 - 23:16
ცხოვრება მიდის და მივყვებით მის დინებას ყველა ემოციით :)
09.10.2014 - 23:23
„იცი, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ ხდება, ცუდი თუ კარგი. მართალია ამის გაცნობიერება იმ მომენტში გვიჭირს, მაგრამ დრო რომ გადის, თუ დაუფიქრდები მერე ხომ ვხვდებით.“--namdvilad .momewona da zalian magari wignia
#1, 09.10.2014 - 21:40
როცა ყველაფერი გაივლის, ვხვდებით რომ იმაზე ძლიერი ვყოფილვართ, ვიდრე წარმოგვედგინა *GIVE_HEART*
09.10.2014 - 23:14
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.